იანვარში საქართველოს ექსპორტი 16 პროცენტით შემცირდა

იანვარში საქართველოს ექსპორტი 16 პროცენტით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით 2021 წლის იანვარში 2020 წლის იანვართან შედარებით, საქართველოდან საქონლის ექსპორტი 16.2%-ით (44 მლნ დოლარით), ხოლო იმპორტი 16.4%-ით (106 მლნ დოლარით) შემცირდა.

2021 წლის იანვარში საქართველოს საქონლის ექსპორტმა 224 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა 539 მლნ დოლარი შეადგინა. ექსპორტი დაახლოებით 2018 წლის დონეზეა. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი 315 მლნ დოლარია, რაც 2020 წლის იანვრის უარყოფით ბალანსზე 62 მლნ დოლარით ნაკლებია.

2020 წელს ექსპორტი 12%-ით, ხოლო იმპორტი 16%-ით შემცირდა.

იანვრის საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 19 თებერვალს გამოქვეყნდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *