იანვარში თბილისში ბინების გაყიდვები 5%-ით გაიზარდა - Colliers Georgia

იანვარში თბილისში ბინების გაყიდვები 5%-ით გაიზარდა - Colliers Georgia

Colliers Georgia-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის იანვარში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,151 ერთეული შეადგინა. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამავე პერიოდში თბილისის საცხოვრებელი ბინების ბაზრის ზომა 11%-ით, 197 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

ახალ პროექტებში ტრანზაქციების 12%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ძველ პროექტებში კი მაჩვენებელი 12%-ით შემცირდა.

გარდა ამისა, იანვარში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 8%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი – 2%-ით შემცირდა.

რაც შეეხება ძველ ბინებს, ამ შემთხვევაში საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 10%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში კი 11% და 12%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

აქვე გეტყვით, რომ Colliers Georgia-ს მონაცემებით, 2023 წელს თბილისში წინა წელთან შედარებით საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 8%-ით შემცირდა და 14,061 შეადგინა. რაც შეეხება ბინების ფასს, ის წლიურ ჭრილში 15%-ით გაიზარდა.