უკრაინამ Patriot-ებით 5 დღეში Sukhoi-ს ტიპის 7 ბომბდამშენი ჩამოაგდო

უკრაინამ Patriot-ებით 5 დღეში Sukhoi-ს ტიპის 7 ბომბდამშენი ჩამოაგდო

2023 წლის 24 მარტს უკრაინული ქალაქის სუმის მიმართულებით, ერთდროულად 10 ერთეული რუსული ბომბდამშენი Su-35 გაფრინდა. შეტევის დროს რუსულმა თვითმფრინავებმა პირველად გამოიყენეს სატელიტით მართვადი KAB-ის ტიპის მართვადი რაკეტები. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ტიპის რაკეტა არც ისე ზუსტია, მისი საცეცხლე შესაძლებლობა მაინც დამაზიანებელია. 40-კილომეტრიანი საოპერაციო მანძილის მქონე რაკეტების გადაჭერა უკრაინული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებისთვის მარტივ საქმეს არ წარმოადგენდა.

თუმცა ამერიკული წარმოების ჰსთ-სისტემა Patriot-ებისთვის მათი მოგერიება პრობლემას არ წარმოადგენს. ისევე როგორც თავად ბომბდამშენების განეიტრალება. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 5 დღის განმავლობაში ამერიკული Patriot-ებით, Sukhoi-ს ტიპის, 7 ბომბდამშენი, 5 ერთეული Su-35 და 2 ერთეული Su-35 ჩამოაგდეს. Patriot-ის უკრაინელი ოპერატორები ბომბდამშენების გადასაჭერად 150 კილომეტრზე მოქმედ PAC-2-ის ტიპის რაკეტებს იყენებდნენ.

სამხედრო ანალიტიკოსების მოსაზრებით, 7 ერთეული რუსული ბომბდამშენის განადგურება სწორედ იმის დამსახურებაა, რომ ისინი KAB-ტიპის რუსულ მართვად რაკეტებს იყენებდნენ. აღნიშნული რაკეტის გამოსაყენებლად რუს პილოტებს მაღალ სიმაღლეზე ფრენა უწევდათ, ეს კი მაღალტექნოლოგიური დასავლური ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებისათვის მტრის საფრენი აპარატის აღმოსაჩენად საუკეთესო გარემოებას წარმოადგენს.

სამხედრო ანალიტიკოსებისა და შეიარაღების ექსპერტების განმარტებით, დიდია იმის ალბათობა, რომ აშშ-ის, გერმანიისა და ნიდერლანდების მიერ უკრაინისათვის გადაცემული 30-მდე Patriot-ის უმეტესობა, ფრონტის ხაზიდან 50 კმ-ის დაშორებითაა განლაგებული. ამის მტკიცების საშუალებას ისიც იძლევა, რომ რამდენიმე დღის წინ Patriot-ის ჰსთ-სისტემით, PAC-2-ის ტიპის რაკეტით რუსული Su-34 ფრონტის ხაზიდან 100 კმ აღმოსავლეთით გაანეიტრალეს. PAC-2-ის ტიპის მიწა-ჰაერი-ტიპის რაკეტის მოქმედების მანძილი კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 150 კილომეტრს შეადგენს.

სხვადასხვა მონაცემით, რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ფლოტში კიდევ 250-მდე Su-34 და Su-35 ტიპის ბომბდამშენი ირიცხება.