იაპონურმა SoftBank-მა ბრიტანული მიკროჩიპების მწარმოებელი ARM Holdings-ი შეიძინა

იაპონურმა SoftBank-მა ბრიტანული მიკროჩიპების მწარმოებელი ARM Holdings-ი შეიძინა

იაპონური სატელეკომუნიკაციო კომპანია SoftBank-ი დათანხმა შეიძინოს ბრიტანული მიკროჩიპების მწარმოებელი ARM Holdings-ი. გარიგების ღირებულება $31 მილიარდია – ყველაზე მსხვილი ინვესტიცია, რაც აზიურ კომპანიებს ბრიტანეთში განუხორციელებია. Reuters-ის ცნობით, გარიგება უმსხვილესია თავად  SoftBank-ისთვისაც.

აღსანიშნავია, რომ იაპონური კომპანია ARM Holdings-ის აქციებში  40%-ით მეტს გადაიხდის, პარასკევს ვაჭრობაზე დაფიქსირებულ ფასთან შედარებით.  ინფორმაციის გავრცელებამ კი ბრიტანული კომპანიიის აქციების ფასის 45%-იანი ზრდა გამოიწვია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *