IFC უზბეკეთში TBC-ის განვითარებაში $10 მილიონს დებს

IFC უზბეკეთში TBC-ის განვითარებაში $10 მილიონს დებს

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) უზბეკეთში თიბისი ბანკის განვითარებისთვის $10 მილიონ დოლარს ჩადებს. ამის შესახებ განცხადებას თავად IFC ავრცელებს. 

თიბისიმ უზბეკეთში საბანკო საქმიანობის ლიცენზია 2020 წლის გაზაფხულზე მიიღო. ცენტრალურ აზიაში შესვლა ბანკის საერთაშორისო განვითარების სტრატეგიის ნაწილია. TBC-ის გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, თიბისის უზბეკეთის მოსახლეობისა და კერძო ბიზნესისთვის მაღალი დონის საბანკო სერვისების შეთავაზება შეუძლია. 

თავად IFC-ის განცხადების მიხედვით, ბანკს თიბისის უზბეკურ შვილობილში 20%-იანი წილობრივი მონაწილეობა ექნება. “საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის” გარდა, თიბისის საერთაშორისო პარტნიოროები უზბეკეთში EBRD და ომანის საინვესტიციო კომპანია არიან. 

თიბისის სტრატეგიაა უზბეკეთში თანამედროვე საბანკო ეკოსისტემის განვითარება საცალო, ასევე, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. აქცენტი ციფრული არხების, კერძოდ, ნეობანკის განვითარებაზე გაკეთდება. უზბეკეთის 33 მილიონიანი ბაზარი კი ძალიან მიმზიდველი და მზარდია. 

უზბეკეთის ბაზარზე შესვლისას თიბისის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი $5.5 მილიონად საგადახდო სისტემა PayMe-ის შეძენა იყო. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *