ილონ მასკი რომში იტალიის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ილონ მასკი რომში იტალიის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

იტალიის სამთავრობო წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომში Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი და ამერიკელი მილიარდერი, ილონ მასკი იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯა მელონის შეხვდა. იმავე დღეს მასკი იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრსაც ესაუბრა.

წყაროს მიერ Reuters-ისათვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, იტალიის პრემიერ-მინისტრმა და ილონ მასკმა რამდენიმე საკითხი განიხილეს. ჯორჯა მელონიმ და მასკმა იტალიაში შობადობის დაბალ მაჩვენებელზე, ევროკავშირში დერეგულირების პოლიტიკის საკითხებსა და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული რისკის შესახებ ისაუბრეს.

შეგახსენებთ, რომ იტალიის პრემიერთან შეხვედრამდე ილონ მასკი „ევროპული ტურის“ ფარგლებში საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთს მასკს მისი კომპანიის ქარხნისათვის მოგებიან ადგილად წარუდგენს.

ილონ მასკისა და იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის შეხვედრის შესახებ კომენტარის გაკეთებისაგან თავი შეიკავა Tesla-ს პრესსპიკერმა. რაც შეეხება მასკისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრას, მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, შეხვედრაზე საავტომობილო და აეროკოსმოსური ინდუსტრიების მომავალი განიხილეს.