ფოტო: The Associated Press
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის ქონება სამშაბათს 51.4 მილიარდი დოლარით შემცირდა, მას შემდეგ რაც SpaceX-ის აქციები მნიშვნელოვნად გაუფასურდა.
SpaceX-ის აქციების ფასი 7 ივლისის სავაჭრო სესიის განმავლობაში 6%-ზე მეტით დაეცა და 150 დოლარზე ოდნავ მაღლა დაფიქსირდა. ეს კომპანიის მიერ ბირჟაზე დებიუტისას დაფიქსირებულ საწყის ფასს უტოლდება.
ამავე პერიოდში Tesla-ს აქციები თითქმის 4%-ით გაუფასურდა. შეგახსენებთ, ილონ მასკი SpaceX-ის 4.8 მილიარდ აქციას ფლობს, ასევე 350 მილიონ საფონდო ოფციონს და Tesla-ს დაახლოებით 700 მილიონ აქციას.
კომპანიათა აქციების ფასის ვარდნის შედეგად, ამერიკული Forbes-ის შეფასებით, მასკის ქონება 948 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.
SpaceX-ის აქციების ფასის მკვეთრი ვარდნა მოხდა მიუხედავად იმისა, რომ უოლ-სტრიტის არაერთმა საინვესტიციო ბანკმა კომპანიასთან დაკავშირებით ოპტიმისტური შეფასებები გამოაქვეყნა. ერთ-ერთმა მათგანმა SpaceX-ის პოტენციური გავლენა კაცობრიობაზე „უფრო მასშტაბურად“ შეაფასა, ვიდრე „ნებისმიერი სხვა კომპანიის გავლენა, რომელიც ოდესმე გვინახავს“.










