"IMF-ს შეუძლია ინოვაციური მეთოდების შექმნა კორნავირუსით გამოწვეულ ფინანსურ პრობლემებთან გასამკლავებლად "

"IMF-ს შეუძლია ინოვაციური მეთოდების შექმნა კორნავირუსით გამოწვეულ ფინანსურ პრობლემებთან გასამკლავებლად "

ინდოეთის ფინანსთა მინისტრმა ნირმალა სითარამანმა განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდს შეუძლია განავითაროს ინოვაციური და საზრიანი მეთოდები კორონავირუსით გამოწვეულ ფინანსურ საჭიროებებთან გასამკლავებლად. ამის შესახებ მინისტრმა “დიდი ოცეულის“ ფინანსთა მინსტრებისა და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელების მეორე ვირტუალურ საგანგებო შეხვედრაზე განაცხადა.

შეხვედრაზე ასევე ინდოეთის ფინანსთა მინისტრმა “დიდი ოცეულის“ წევრ ქვეყნებს გაუზიარა ის მცდელობები, რაც ინდოეთის მთავრობამ კოვიდ-19-ის კრიზისთან გასამკლავებლად გამოიყენა. კერძოდ, ქვეყანამ არაერთი მონეტარული, ფისკალური და მარეგულირებელი ზომა მიიღო ეკონომიკური და სოციალური პრობლემების დასაძლევად.

მისივე თქმით, IMF-მა უნდა გამოიყენოს არსებული რესურსები არასტიგმატიზირებული მოკლევადიანი ლიკვიდურობის გაზიარების სტრუქტურის შესაქმნელად, რომლის საჭირო დროს გამოყენება სწრაფად მოხდება. ინდოეთის ფინანსთა მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ საჭიროა ქვეყნებს მიეცეს უფრო მეტი მოქნილობის საშუალება საჭიროების შემთხვევაში ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით.

შეგახსენებთ, “დიდი ოცეულის“ ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა და ცენტრალური ბანკების მმართველებმა პირველი საგანგებო ვირტუალური შეხვედრა 23 მარტს გამართეს. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ისინი რეგულარულად გააგრძელებენ მსგავს ონლაინ შეხვედრებს, რათა კორონავირუსის პანდემიის გავლენების შემსუბუქების გზებზე იმსჯელონ, მის გავლენებზე ბაზრებსა და ეკონომიკაზე და გადადგან საჭირო ნაბიჯები ეკონომიკის მხარდასაჭერად პანდემიის დასრულების შემდეგ.