ინდოეთი, შობადობის კონტროლის მიზნით, ფინანსური წახალისების პოლიტიკას იწყებს

ინდოეთი, შობადობის კონტროლის მიზნით, ფინანსური წახალისების პოლიტიკას იწყებს

გაეროს ანგარიშის მიხედვით, 2027 წლისთვის მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ინდოეთმა შესაძლოა გადაუსწროს ჩინეთს და პირველი ადგილი დაიკავოს. UNICEF-ის შეფასების მიხედვით, ყოველწლიურად ინდოეთში 25 მილიონი ბავშვი იბადება, რაც მსოფლიო მაჩვენებლის მეხუთედს შეადგენს.

11 ივლისს, მსოფლიო მოსახლეობის დღეს, ინდოეთმა შობადობის კონტროლის უახლესი პოლიტიკა წარადგინა, რის მიხედვითაც, წახალისდებიან ისინი, ვისაც მხოლოდ ორი შვილი ეყოლება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაისჯებიან. ამას გარდა, მოსახლეობის მართვის წინასწარი კანონპროექტის მიხედვით, დამატებით ფულად დახმარებას მიიღებენ წყვილები, რომლებიც ნებაყოფლობით სტერილიზაციას დათანხმდებიან. აღნიშნული შეღავათები მოიცავს გადასახადების შემცირებას, იპოთეკის სუბსიდირებასა და კომუნალური გადასახადების ანაზღაურებას.

ამავდროულად, მათ, ვისაც ორზე მეტი შვილი ჰყავს, არ შეეხებათ სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამები და შესაძლოა პრობლემა შეექმნათ სახელმწიფო სექტორში დასაქმებისას.

კანონპროექტის ძალაში შესვლამდე საჯარო კონსულტაციები 19 ივლისამდე გაგრძელდება, ოფიციალური განხილვის შემდეგ კი კანონში ჩაიწერება. ასევე აღსანიშნავია, რომ ინდოეთში მოსახლეობის რაოდენობის მართვის კანონპროექტი თან სდევს ჩინეთში „ორი ბავშვის პოლიტიკის“ გაუქმებასა და შობადობასთან დაკავშირებული შეზღუდვების შემცირებას.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *