იოზვიაკი: ხვალ ევროპარლამენტი ზურაბიშვილის ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარების გაგრძელებას უყრის კენჭს

იოზვიაკი: ხვალ ევროპარლამენტი ზურაბიშვილის ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარების გაგრძელებას უყრის კენჭს

რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს უფროსის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ხვალ ევროპარლამენტი რეზოლუციის პროექტს უყრის კენჭს, რომელიც საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილის აღიარების გაგრძელებას ითვალისწინებს. ამის შესახებ იოზვიაკმა სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა.

„ხვალ ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტს კენჭი ეყრება: „განაგრძობს საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად და ქართველი ხალხის წარმომადგენლად სალომე ზურაბიშვილის აღიარებას“. მოუწოდებს ევროსაბჭოს მოიწვიოს იგი მომავალ სამიტზე და წარმოადგინოს საქართველო ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მომდევნო სამიტზე,“ – წერს X-ზე რიკარდ იოზვიაკი.

შეგახსენებთ, 2024 წლის 27 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ ერთადერთ საპრეზიდენტო კანდიდატად ხალხის ძალის პოლიტიკური მდივანი, მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა. ერთპარტიულმა პარლამენტმა ყაველაშვილი პრეზიდენტად აირჩია, თუმცა დასავლეთის ქვეყნების ოფიციალური წარმომადგენლების ნაწილი მას არალეგიტიმურად მიიჩნევს.