iPhone-ის მწარმოებელმა Foxconn-მა ქირურგიული პირბადეების წარმოება დაიწყო თავისი ქარხნების თანამშრომლებისთვის. ტაივანურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მან მნიშვნელოვნად გაზარდა წარმოება, და დღეში მილიონზე მეტ პირბადეს უშვებს.
„SARS-ის ვირუსთან ბრძოლის გამოცდილებიდან გამომდინარე, Foxconn-მა ძალიან კარგად იცის, თუ როგორ უნდა გაუფრთხილდეს თანამშრომლების ჯანმრთელობას და როგორ გვჭირდება რესურსების მობილიზება წარმოებასა და გამოშვების მიმართულებით“, – აღნიშნეს კომპანიაში.
ამასთან, Foxconn-მა მიმდინარე კვირას განაცხადა, რომ სასუნთქი გზების ინფექციების მეცნიერი ჩჟუნ ნანშანი კომპანიის მთავარ კონსულტანტად დანიშნა, ვინაიდან კომპანია გეგმავს ჩინეთის მასშტაბით ქარხნების მუშაობის განახლებას. აღსანიშნავია, რომ ჩჟუნ ნანშანი წამყვან როლს ასრულებს ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ჩინეთის მკვლევართა ჯგუფში. მას 2003 წელს გავრცელებულ SARS-ის ვირუსთან წინააღმდეგ ბრძოლის წარმატებული გამოცდილება აქვს.
წყარო: CNN