ირანის მთავრობამ დასავლეთთან ბირთვული მოლაპარაკებების განახლების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ ამერიკული Forbes-ი წერს.
როგორც ირანის მთავრობაში აცხადებენ, უარის თქმის მიზეზი აშშ-ის მიერ თეირანისთვის დაწესებული სანქციებია. როგორც Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, ირანი გამორიცხავს მოლაპარაკებების აღდგენას იმ შემთხვევაში, თუ მას არ ექნება გარანტია იმისა, რომ ამერიკა სანქციების ნაწილს მაინც არ გააუქმებს. ცნობისთვის, ირანს სანქციები დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მაშინ დაუწესა, როდესაც 2018 წელს ვაშინგტონმა 2015 წლის ბირთვული შეთანხმებიდან გასვლა გადაწყვიტა.
ახლა კი ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კვლავ ცდილობს ირანთან მოლაპარაკებებს.
„ჩვენ ირანის გამოხმაურების გამო იმედგაცრუებული ვართ, თუმცა კვლავ მზად ვართ, დიპლომატიურ პროცესებში ხელახლა ჩავერთოთ, რათა დავუბრუნდეთ 2015 წლის შეთანხმების პირობების შესრულებას“, -აცხადებენ თეთრ სახლში.