ირანის გზების მინისტრი: ნორდუზ-სომხეთისა და კავკასიის დერეფნის პრობლემა მოგვარდება

ირანის გზების მინისტრი: ნორდუზ-სომხეთისა და კავკასიის დერეფნის პრობლემა მოგვარდება

2021 წლის 6 ოქტომბერს ირანის ისლამური რესპუბლიკის გზებისა და ურბანული განვითარების მინისტრმა, როსტამ კასემიმ საკუთარ ტვიტერზე დაწერა, რომ სამინისტროსათვის მინიჭებული სპეციალური მისიის ფარგლებში,  ნორდუზის, სომხეთისა და კავკასიის დამაკავშირებელი დერეფნის პრობლემა მალე მოგვარდება და რეგიონის სატრანზიტო რუკა სულ მალე შეიცვლება.

მან ასევე დასძინა, რომ ირანისათვის არც ერთი გზა არ იქნება ჩაკეტილი და ხელმიუწვდომელი. სფეროს ექსპერტები აღნიშნულ განცხადებას სხვადასხვაგვარად აფასებენ. ზოგის მოსაზრებით, ეს უბრალოდ ამბიციური განაცხადია, ზოგი კი მიიჩნევს, რომ ამით შესაძლოა სამხრეთ კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ახალი ლოკალური გაერთიანებები გაჩნდეს.

ირანის საკმაოდ ავტორიტეტულმა მედიაგამოცემა Iranian Labour News Agency-მ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კომენტარი კავკასიის საკითხებში ადგილობრივ ექსპერტს სთხოვა. მან აღნიშნა, რომ ამჟამად ირანსა და სომხეთს შორის ერთადერთი სატრანზიტო გზა არსებობს, რომელსაც ირანელები სომხეთთან, საქართველოსთან და შავ ზღვასთან დასაკავშირებლად იყენებენ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანმა ირანული სატვირთოებისათვის გადასახადების მომატების გადაწყვეტილება მიიღო, რამაც ირანი  ტვირთების მიმოცვლის სხვა საშუალების შესახებ დააფიქრა. ანალიტიკოსის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ ირანულ-სომხური ურთიერთობები განსაკუთრებული სტაბილურობით არასდროს გამოირჩეოდა, დინამიკა მაინც დადებითი იყო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *