ივანკა ტრამპმა და ჯარედ კუშნერმა სამხრეთ ფლორიდაში მდებარე დასახლება Indian Creek Village-ში $30 მილიონზე მეტი ღირებულების მიწა იყიდეს. ამის შესახებ New York Post-ი წერს. კერძო კუნძულის სამეზობლო მაიამის სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს, მას საკუთარი პოლიციის ჯგუფი იცავს და ცნობილია როგორც მილიარდერების ე.წ ანკლავი.
როგორც ამერიკული მედია წერს, დონალდ ტრამპის შვილის და სიძის მიერ შეძენილი უძრავი ქონება დაახლოებით 7 446 კვ.მ ფართობზეა გადაჭიმული. ცნობილია, რომ აღნიშნული მიწა ადრე ესპანელ მომღერალ ხულიო იგლესიასს ეკუთვნოდა და გასაყიდად იყო გამოტანილი.
ცნობისთვის, Indian Creek Village-ი ამერიკაში მდებარე 100 ყველაზე მდიდარ დასახალებას შორისაა.