საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის ივლისში 2017 წლის ივლისთან შედარებით, საქართველოდან საქონლის ექსპორტი 31%-ით (65 მლნ დოლარით), ხოლო იმპორტი 22%-ით (140 მლნ დოლარით) გაიზარდა.
2018 წლის ივლისში საქართველოს საქონლის ექსპორტმა 278 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა 782 მლნ დოლარი შეადგინა. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი 504 მლნ დოლარი იყო, რაც 2017 წლის ივლისის უარყოფით ბალანსზე 75 მლნ დოლარით მეტია.
შვიდი თვის ჯამში, 2018 წლის იანვარ-ივლისში ექსპორტი 29%-ით, ხოლო იმპორტი 23%-ით გაიზარდა. სავაჭრო დეფიციტი კი 19%-ით (529 მლნ დოლარით) არის გაზრდილი.
საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 20 აგვისტოს გამოქვეყნდება.