ივნისში ფულადი გზავნილები 26 მილიონი დოლარით შემცირდა

ივნისში ფულადი გზავნილები 26 მილიონი დოლარით შემცირდა

უცხოეთში დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები კლებას განაგრძობს. 2015 წლის ივნისში წინა წლის ივნისთან შედარებით ფულადი გზავნილები 26 მლნ დოლარით (21%-ით) შემცირდა. იანვარ-ივნისში კი ჯამში 159 მილიონი დოლარით (23%-ით) შემცირდა.

უცხოეთში დასაქმებულთა ფულადი გზავნილების კლება ძირითადად რუსეთიდან გადმორიცხვების შემცირებამ განაპირობა. მიმდინარე წლის ივნისში, წინა წლის ივნისთან შედარებით, რუსეთიდან გადმორიცხვები 23.9 მილიონი დოლარით (35%-ით) შემცირდა. გზავნილების შემცირების მიხედვით მეორე-მესამე ადგილებზეა საბერძნეთი და იტალია, საბერძნეთიდან 4.6 მილიონი დოლარით (25%-ით) შემცირდა, ხოლო იტალიიდან 1.5 მილიონი დოლარით (16%-ით). 1.8 მილიონი დოლარით (27%-ით) გაიზარდა გზავნილები აშშ-დან.

ფულადმა გზავნილებმა შემცირება გასული წლის ოქტომბრიდან დაიწყო და ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი გახდა. ბოლო 9 თვეში გზავნილები 226 მილიონი დოლარით არის შემცირებული.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *