საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2023 წლის ივნისის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა. საქსტატის ინფორმაციით, აღნიშნულ თვეში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 7.7%-ით გაიზარდა. რაც შეეხება მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეს, საანგარიშო პერიოდში საშუალო მაჩვენებელი 7.6%-ით განისაზღვრა.
ივნისში ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი როლი შემდეგმა დარგებმა ითამაშა: მშენებლობა, ვაჭრობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები. კლების ტენდენცია კი შემდეგ დარგებში დაფიქსირდა: ტრანსპორტი და დასაწყობება, ელექტროენერგია, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების სექტორები.
გარდა ამისა, საქსტატის ცნობით, საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ივნისში $10.26 მილიარდს გადააჭარბა. აქედან იმპორტზე 7.21 მილიარდი აშშ დოლარი, ექსპორტზე კი 3.05 მილიარდი აშშ დოლარი მოდის.