ივნისში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილები 18 პროცენტით გაიზარდა

ივნისში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილები 18 პროცენტით გაიზარდა

საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები 2020 წლის ივნისში 2019 წლის ივნისთან შედარებით 25.6 მლნ დოლარით, 18%-ით გაიზარდა. ივნისში სულ 169 მლნ დოლარი გადმოირიცხა.

ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 22 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 4.4 მლნ დოლარით მეტია 2019 წლის ივნისის მაჩვენებელზე.

იანვარ-ივნისში, ჯამში, 769 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2019 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე 4.6%-ით (37 მლნ დოლარით) ნაკლებია.

ივნისში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა მნიშვნელოვანწილად იტალიიდან, აშშ-დან, თურქეთიდან, უკრაინიდან და აზერბაიჯანიდან ჩამორიცხვების ზრდამ განაპირობა.

ივნისში გზავნილები მნიშვნელოვნად შემცირდა რუსეთიდან (2.2 მლნ დოლარით) და ყირგიზეთიდან (1.4 მლნ დოლარით).

ცხრილი: ქვეყნები, საიდანაც ივნისში ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად შემცირდა, მლნ დოლარი

          

წყარო: ეროვნული ბანკი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.