Moderna-ს აქციების ფასი იზრდება

Moderna-ს აქციების ფასი იზრდება

Moderna-ს ვაქცინის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ საფონდო ბირჟაზე აქციები გაზარდა. Moderna-ს ვაქცინამ სატესტო რეჟიმში 45-ივე პაციენტში მანეიტრალებელი ანტისხეულების გამომუშავებას შეუწყო ხელი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ Moderna-ს ამ პროექტს წარმატების დიდი პოტენციალი აქვს.

პანდემიის დასასრულებლად და ყოველდღიური ცხოვრების წესის აღსადგენად, ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მალე შემუშავებაა. აშშ-ის სახელმწიფომ მილიარდობით დოლარი  ჩადო ვაქცინის შექმნაში, მათ შორის ბიოტექნოლოგიურ კომპანია Moderna-შიც. წარმატების შემთხვევაში, 2021 წლის იანვრისთვის, Moderna-ს 300 მილიონი ვაქცინა იქნება წარმოებული.

ამ ყველაფრის ფონზე Moderna-ს აქციები 19.5%-ით გაიზარდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *