J.P. Morgan-მა და Deutsche Bank-მა გამოხატეს ინტერესი საქართველოს საფონდო ინსტრუმენტების განვითარების, ასევე, საზღვარგარეთ ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვების და ქვეყნის მიმართ დახმარების მიმართულებით, – აღნიშნული საკითხები ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა J.P. Morgan-სა და Deutsche Bank-ის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განიხილა.
“აღნიშნული ინტერესი, თავისთავად, ნიშნავს საერთაშორისო ინვესტორების ნდობას როგორც საქართველოს ეკონომიკის, ისე საქართველოს ეროვნული ვალუტის მიმართ”, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.
შეხვედრები საქართველოს დელეგაციასთან აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე.