ინფლაციის მაჩვენებელი საქართველოსა და სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში

ინფლაციის მაჩვენებელი საქართველოსა და სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში

2017 წლის სექტემბერში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 0,7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6,2 პროცენტი შეადგინა.

ამავე პერიოდში საქართველოს სავაჭრო პარტნიორებიდან, ყველაზე მაღალი ინფლაცია აზერბაიჯანში ფიქსირდებოდა და ის 12,5% იყო. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ინფლაციის დონემ 11.2% შეადგინა თურქეთში, ხოლო უკრაინაში 16.2%.

სომხეთში წლიური ინფლაციის დონემ სექტემბერში 1,0% შეადგინა, ევროზონაში კი 1,5%. რუსეთში ინფლაციის დონემ სექტემბერში 3,0% შეადგინა, აშშ-ში კი 1,9%.

წლის აგვისტოში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა საქართველოში წინასწარი მონაცემებით 4,3 პროცენტი, ხოლო 2017 წლის პირველი რვა თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 4,7 პროცენტი შეადგინა.

სავაჭრო პარტნიორების ეფექტური რეალური მშპ-ის წლიური ზრდა წლის II ვარტალში შემდეგნაირი იყო:

სომხეთი – 5,5%

თურქეთი – 5,1%

ევროზონა – 2,3%

რუსეთი – 2.5%

აშშ – 2,2%

უკრაინა – 2,3%

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.