მედიამაგნატის რუპერტ მერდოკის შვილი ჯეიმს მერდოკი კომპანია M.C.H Group-ის აქციების 1/3-ს შეიძენს, რომელიც თავის მხრივ, Art Basel-ის მფლობელობაშია.
მერდოკის კომპანია Lupa Systems-დან ინვესტიცია Art Basel-ს დაეხმარება, რომ ტრადიციული ღონისძიებების ბიზნესს გასცდეს და მეტად ორიენტირებული გახდეს მედია პლატფორმებზე.
გარიგების წარმატების შემთხვევაში, მერდოკის კომპანიის მფლობელობაში M.C.H-ის აქციების მესამედი შევა.
აღსანიშნავია, რომ 1970 წელს შვეიცარიაში დაარსებული, Art Basel-ი მსოფლიოს უდიდეს და ყველაზე პრესტიჟულ ბიზნესად იქცა. კომპანიის ერთ-ერთმა საგამოფენო ღონისძიებამ მაგალითად გასულ წელს 93,000 სტუმარი მიიზიდა.
თუმცა, 2020-მა წელმა Art Basel-იც აზარალა. კომპანიის ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ღონისძიებები პანდემიის გამო ჩაიშალა. ამის მიუხედავად, ჰონგ-კონგის გამოფენა ონლაინ რეჟიმში ჩატარდა, ხოლო მაიამის გამოფენა, რომელიც დეკემბერში უნდა გაიმართოს, კითხვის ნიშნის ქვეშ არის.
წლევანდელი წლისთვის, კომპანიისთვის ნავარაუდევი დანაკარგი $138-დან $180 მილიონამდე იქნება.
Art Basel-ი ცნობილია საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზებით. სწორედ ეს კომპანია აწყობს საერთაშორისო გამოფენებს ხელოვნების მიმართულებით შვეიცარიაში, აშშ-სა და ჰონგ-კონგში. Art Basel-ის წამყვან პარტნიორს წარმოადგენს შვეიცარიული მულტინაციონალური საინვესტიციო ბანკი UBS.