ჯორჯ სოროსი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის განმეორებას არ გამორიცხავს

ჯორჯ სოროსი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის განმეორებას არ გამორიცხავს

ამერიკელი მილიარდერი ჯორჯ სოროსი 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის განმეორებას არ გამორიცხავს. სოროსის აზრით, ახალი კრიზისი შეიძლება გამოიწვიოს ჩინეთის მცდელობამ, იპოვოს განვითარების ახალი მოდელი. “იუანის დევალვაციას მთელი მსოფლიოსთვის მოაქვს პრობლემები. განვითარებადი მსოფლიოსთვის დიდი გამოწვევაა დადებით საპროცენტო განაკვეთთან დაბრუნება“, – განაცხადა სოროსმა და დასძინა, რომ დღეს არსებული მდგომარეობა 2008 წლის მსოფლიო კრიზისს აგონებს. 

ჯორჯ სოროსი 2008 წლის კრიზისის განმეორებას ადრეც ვარდაუდობდა. 2011 წელს ამერიკელმა მილიარდერმა განაცხადა, რომ ევროპის საგარეო კრიზისი, რომელიც საბერძნეთის ვალების გამო დაიწყო, კიდევ უფრო სერიოზული იყო, ვიდრე 2008 წელს შექმნილი რთული ეკონომიკური ვითარება.  “ფორბსის” ბოლო მონაცემებით, ჯორჯ სოროსის ქონება 24,2 მილიარდი დოლარია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.