ხელოვნური ინტელექტი ადამიანებს ვერ ანაცვლებს, ენერგოსადგურების მუშაობას კი აუმჯობესებს

ხელოვნური ინტელექტი ადამიანებს ვერ ანაცვლებს, ენერგოსადგურების მუშაობას კი აუმჯობესებს

ელექტროსადგური, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე იმუშავებს, დასავლეთ აფრიკაში მალე ამოქმედდება. შვეიცარიული Xcell Security House-ის, Finance–ისა და აშშ–ის Beyond Limits– ის  ერთობლივი საწარმოს ოპერაციების დაგეგმვაში ხელოვნური ინტელექტი ჩაერთვება, რაც შესრულებული სამუშაოს ეფექტიანობას, პროდუქტიულობას გაზრდის და გარემოსაც ნაკლებ ზიანს მიაყენებს.

ხელოვნურ ინტელექტს ადამიანები თავიანთი შრომის ჩამნაცვლებლებლად მოიაზრებენ. მაგრამ როგორც ექსპერტები ხსნიან, ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ უინტერესო ბიუროკრატიას აქრობს, რაც, მაგალითად, მძიმე ინდუსტრიული სფეროებისთვის პრობლემების მოგვარებისა და საწარმოო პროცესის გაუმჯობესებაში მდგომარეობს.

„ჩვენი სისტემა ადამიანების ჩასანაცვლებლად არ შექმნილა… ადამიანებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები, ხელოვნური ინტელექტი კი ჩვენი საქმიანობის უინტერესო კომპონენტს მოხსნის და, ამგვარად, მენეჯერებს საშუალებას მისცემს, საქმის ღირებულ ნაწილზე კონცენტრირდნენ“, – აცხადებს მაიკლ კრაუზე, Beyond Limits-ის ნავთობისა და გაზის უფროსი მენეჯერი. მისივე აზრით, ხელოვნურ ინტელექტს, საწარმოო პროცესების გაუმჯობესების ხარჯზე, ნახშირორჟანგის გამოყოფის 1-10%-მდე შემცირებაც შეუძლია.

უფრო დეტალურად კი, ხელოვნურ ინტელექტს მთლიანი პროცესის მონიტორინგი და ყველა დაკავშირებული ცვლადის აღრიცხვა შეუძლია. ეს ენერგოსადგურების მენეჯერებისათვის  მოთხოვნა-მიწოდების დაბალანსებასა და უსაფრთხოების ზომების გაუმჯობესებასაც ნიშნავს. ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების ღრუბლოვან სისტემასთან და მაღალსიჩქარიან 5G ქსელებთან კომბინირების შემთხვევაში, კომპანიებს ერთგვარი ჰოლისტური ხედვა და კონკურენტული უპირატესობაც ექნებათ.

საკონსულტაციო კომპანია McKinsey-ის თანახმად, ხელოვნურ  ინტელექტსა და ზოგადად გაციფრულებას, პროდუქტიულობის 20%-იანი ზრდა და ხარჯების 10%-იანი შემცირება შეუძლია. 2024 წლისთვის კი ამგვარ ტექნოლოგიებზე დახარჯული თანხის $50 მლრდ-დან $110 მლრდ-მდე ზრდაა ნავარაუდები.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *