ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ ნომინანტებს შორის დასახელდა

ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ ნომინანტებს შორის დასახელდა

France Football-მა „ნაპოლის“ შემტევი და საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრი, ხვიჩა კვარაცხელია 2023 წლის „ოქროს ბურთის“ ნომინანტებს შორის დაასახელა. სიაში, საერთო ჯამში, ბოლო პერიოდის 30 გამორჩეული ფეხბურთელი მოხვდა, რომლებიც საფეხბურთო სამყაროში ყველაზე პრესტიჟულ ინდივიდუალურ ჯილდოს ერთმანეთს შეეცილებიან.

აღსანიშნავია, რომ „ოქროს ბურთის“ ნომინანტებს შორის წელს მე-16-ედ დასახელდა ლიონელი მესი, რომელიც ამჟამად აშშ-ის MLS-ის კლუბ „ინტერ მაიამის“ ღირსებას იცავს. მესის ეს ჯილდო შვიდჯერ აქვს მოპოვებული.

რაც შეეხება ფეხბურთში მის მთავარ კონკურენტს, კრიშტიანუ რონალდუს, საუდის არაბეთის კლუბ „ალ-ნასრის“ ფეხბურთელი გასული 20 წლის განმავლობაში პირველად, „ოქროს ბურთის“ ნომინანტებს შორის ვერ მოხვდა.

2023 წლის „ოქროს ბურთის“ ნომინანტების სია, რომელიც France Football-მა გამოაქვეყნა, ასე გამოიყურება: 

იოშკო გვარდიოლი – მანჩესტერ სიტი, ხორვატიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

ჯამალ მუსიალა – მიუნხენის ბაიერნი, გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

ანდრე ონანა – მანჩესტერ იუნაიტედი, კამერუნის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

ქარიმ ბენზემა – ალ-იტიჰადი, საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

მოჰამედ სალაჰი – ლივერპული, ეგვიპტის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

ბუკაიო საკა – არსენალი, ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

კევინ დე ბრუინი – მანჩესტერ სიტი, ბელგიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

ჯუდ ბელინგემი – მადრიდის რეალი, ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

რანდალ კოლო მუანი – პსჟ, საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

ბერნარდო სილვა – მანჩესტერ სიტი, პორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

ხვიჩა კვარაცხელია – ნაპოლი, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

ნიკოლო ბარელა – ინტერი, იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

ემილიანო მარტინესი – ასტონ ვილა, არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

რუბენ დიაში – მანჩესტერ სიტი, პორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

ერლინგ ჰაალანდი – მანჩესტერ სიტი, ნორვეგიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

მარტინ ედეგორი – არსენალი, ნორვეგიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

ილქაი გუნდოგანი – ბარსელონა, გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

იასინ ბონო – ალ-ჰილალი, მაროკოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

ხულიან ალვარესი – მანჩესტერ სიტი, არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

ვინისიუს ჯუნიორი – მადრიდის რეალი, ბრაზილიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

როდრი – მაჩესტერ სიტი, ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

ანტუან გრიზმანი – მადრიდის ატლეტიკო, საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

ლიონელ მესი – ინტერ მაიამი, არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

ლაუტარო მარტინესი – ინტერი, არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

რობერტ ლევანდოვსკი – ბარსელონა, პოლონეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

კიმ მინ-ჟე – მიუნხენის ბაიერნი, სამხრეთ კორეის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

კილიან მბაპე – პსჟ, საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

ვიქტორ ოსიმენი – ნაპოლი, ნიგერიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

ჰარი კეინი – მიუნხენის ბაიერნი, ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები