კრედო ბანკმა BlueOrchard Microfinance Fund-ისგან 63 მილიონი ლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა

კრედო ბანკმა BlueOrchard Microfinance Fund-ისგან 63 მილიონი ლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა

კრედო ბანკმა BlueOrchard Microfinance Fund-ისგან 63 მილიონი ლარის მოცულობის 3 წლიანი სესხი მოიზიდა. ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული რესურსი აგრო სექტორში მოქმედ მიკრო და მცირე ბიზნესების მხარდაჭერისთვის არის გამიზნული. აღნიშნული გარიგება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ მეწარმეებს საგაზაფხულო სამუშაოების წარმატებით განხორციელებაში, განსაკუთრებით ეკონომიკაში COVID-19-ით შექმნილი  გამოწვევების ფონზე.

“მინდა მადლობა გადავუხადო BlueOrchard-ს მრავალწლიანი წარმატებული პარტნიორობისთვის და კრედო ბანკში 180 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის მიმდინარე ინვესტიციისთვის. აღნიშნული ტრანზაქცია მნიშვნელოვან დადებით გავლენას იქონიებს ეკონომიკაზე. იგი დაეხმარება ჩვენი ბანკის ძირითად სამიზნე სეგმენტს, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ მსესხებლებს, შეუფერხებლად განაგრძონ ტრადიციული საქმიანობა და გაუმკლავდნენ გლობალური მოვლენებით განპირობებულ გამოწვევებს.” – განაცხადა კრედო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა ფირცხელავამ.

BlueOrchard-ის საინვესტიციო ჯგუფის ხელმძღვანელმა ნორმუნდ მიზისმა, აღნიშნა: ” კრედო ბანკთან უკვე 10 წელზე მეტია ვთანამშრომლობთ და ამ პერიოდის განმავლობაში მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. აღნიშნული ინვესტიცია მოწმობს ჩვენს რწმენას მათი მისიისადმი, რაც აგრო ბიზნესის განვითარებასა და ამ სექტორში მოღვაწე მეწარმეების ხელშეწყობას გულისხმობს, მითუმეტეს ახლა, გამოწვევებით აღსავსე დროს”.

კრედო ბანკის შესახებ

კრედო ბანკი წამყვან პოზიციას იკავებს საქართვლელოს მიკროსაფინანსო ბაზარზე. დღესდღეობით 72 სერვისცენტრის საშუალებით, იგი 300 ათასზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. ინოვაციური ფინანსური პროდუქტებითა და სერვისებით ბანკი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას და დასაქმებას ქვეყნის მასშტაბით. კრედო ბანკის მფლობელია სოციალური გავლენის ინვესტორთა კონსორციუმი, რომელიც Access Microfinance Holding AG (Access Holding), responsAbility Investments AG (responsAbility) და Triodos Investment Management BV (Triodos) -გან შედგება. 

www.credobank.ge

კრედო ბანკის Facebook გვერდი  

BlueOrchard Finance-ის შესახებ

BlueOrchard წამყვანი გლობალური გავლენის მქონე საინვესტიციო ფონდების მმართველი და Schroders ჯგუფის წევრი ორგანიზაციაა. მისი მისიაა ინკლუზიური და კლიმატ-გონივრული ინიციატივების სტიმლუირება განვითარებად ბაზრებზე, ინვესტორებისთვის მიმზიდველი უკუგების შეთავაზების პარალელურად. BlueOrchard მსოფლიოში პირველი კომერციული მიკროსაფინანსო ინვესტიციების მმართველი კომპანიაა რომელიც 2001 წელს გაეროს ინიციატივით დაარსდა. მას დიდი გამოცდილება აქვს პრემიუმ საინვესტიციო პროდუქტების შეთავაზებაში, მათ შორის საკრედიტო, კერძო კაპიტალისა და მდგრადი ინფრასტრუქტურის მიმართულებით. BlueOrchard მსოფლიოში წამყვანი საერთაშორისო განვითარების საფინანსო ინსტიტუტების სანდო პარტნიორია როგორც ექსპერტი ინოვაციური ფინანსური მანდატების მართვაში. დღესდღეობით მას 6 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული კერძო და საჯარო სექტორში – მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის და გარემოზე დადებითი გავლენის უზრუნველყოფით.  დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: www.blueorchard.com

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *