METROPOL-ი აჭარაში სასტუმროს 5-ვარსკვლავიან ბრენდს, Royal Tulip-ს ექსკლუზიურად შემოიყვანს. მომდევნო სამი წლის განმავლობაში METROPOLის ინვესტიციების ზომა თბილისსა და ბათუმში ნახევარ მილიარდ ლარს გადააჭარბებს. ჯამურად, ამ ეტაპზე, 516,200 მ2 -ზე დაგეგმილია ხუთი ერთმანეთისგან განსხვავებული კონცეფციის პროექტის მშენებლობა. მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე Forbes-ს METROPOL-ის მმართველი პარტნიორი, გიორგი მხეიძე ესაუბრა.
მოგვიყევით Metropol Cube-ისა და Metropol Oval-ის შესახებ, რა გამოარჩევს თქვენს პროექტებს სხვებისგან?
2023 წლის ივნისში, დეველოპერულ კომპანია „მეტროპოლსა“ და უმსხვილეს ფრანგულ საერთაშორისო ჰოსპიტალიტი ბრენდ Louvre Hotels Group-ს შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც გულისხმობს, რომ „მეტროპოლი“ აჭარის რეგიონში ექსკლუზიურად შემოიყვანს სასტუმროს 5-ვარსკვლავიან ბრენდს, Royal Tulip-ს. თანამშრომლობის ფარგლებში, ბათუმში ორი დიდი საინვესტიციო პროექტის – „მეტროპოლ კუბისა“ და „მეტროპოლ ოვალის“ მშენებლობა უკვე მიმდინარეობს.
Louvre Hotel Group-ი ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა გლობალურ სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში. ის მსოფლიოს 54 ქვეყანაში 1600-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს. Royal Tulip-ი „ლუვრ ჰოტელ გრუპის“ პრემიული სასტუმრო ბრენდია, რომელიც ცნობილია თავისი ელეგანტური და დახვეწილი სივრცეებითა და მომსახურებით.
ბიზნესკლასის კონცეფციის CUBE-ის პროექტი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ინვესტიციაა, რომლის მოცულობაც 160 მლნ ლარს აღემატება. თანამედროვეობისა და დახვეწილობის სინთეზით შექმნილი არქიტექტურით, Metropol CUBE-ის ინფრასტრუქტურა აერთიანებს საკონფერენციო დარბაზს, ბიბლიოთეკას, საცურაო აუზს, ტერასასა და სარესტორნო სივრცეს. ზღვისპირა დასვენების მოყვარულებისთვის კი აქტიური დასვენების სტილზე ორიენტირებული პროექტი – Metropol OVAL-ი – ღვინის ბიბლიოთეკას, კინოდარბაზს, საცურაო აუზსა და დიდ ტერასას ითვალისწინებს. ასე რომ, ორივე საინვესტიციო პროექტი თავის თავში აერთიანებს როგორც კომფორტული ცხოვრების სტილს, ასევე მაღალი დონის დაგეგმარებასა და თანამედროვე სტანდარტებს.
2027 წლის ბოლოს Metropol CUBE-ისა და Metropol OVAL-ის პროექტები სრულად დაიწყებს ფუნქციონირებას და მათში, შესაბამისად, Royal Tulip Cube-ი და Royal Tulip Oval-ი იქნება წარმოდგენილი.
რატომ გადაწყვიტეთ ბათუმში ამ პროექტების განხორციელება?
ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, ბათუმში გაგვეკეთებინა პრემიუმ-კლასის პროექტი და სასტუმროს ნაწილშიც შემოგვეყვანა მაღალი კლასის ოპერატორი. ბათუმში პრემიუმ-კლასის პროექტი და სასტუმროს ნაწილშიც მაღალი კლასის ოპერატორის შემოყვანა გულისხმობს მრავალი პროფილური სივრცის შექმნას, სადაც ყველა პირობა იქნება როგორც გართობისა და დასვენებისთვის, ისე საქმიანი ურთიერთობებისთვის. შესაბამისად, ისეთი საერთაშორისო ოპერატორი კომპანიის შემოყვანა, როგორიცაა Royal Tulip-ი, არა მარტო ჩვენი პროექტების სრულყოფას, არამედ ბათუმსა და მთელ ადგილობრივ ეკონომიკაში ახალ ეტაპს გულისხმობს.
„ლუვრ ჰოტელსის“ სტანდარტებისა და მოთხოვნების სია დიდია. მათთან მოლაპარაკებების პერიოდში კონცეპტუალურად შევცვალეთ თავდაპირველი პროექტი – შევამცირეთ პროექტების სართულების რაოდენობა, რის ხარჯზეც გავზარდეთ როგორც სასტუმროს სივრცეების, ასევე აპარტამენტების ჭერის სიმაღლე; მომავალი სტუმრებისა და მომხმარებლების სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილებისთვის დავამატეთ თანამედროვე სწრაფი ლიფტები, რითაც მათი ყველა მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ. ზღვასთან სიახლოვე, ბათუმში არსებული არქიტექტურა და ქალაქის ცოცხალი ტემპი კი დამატებით ღირებულებას ქმნის პრემიუმ-კლასის 5-ვარსკვლავიანი სასტუმროსთვის.
რას სთავაზობთ „მეტროპოლ კუბისა“ და „მეტროპოლ ოვალის“ მომხმარებლებს საინვესტიციო აპარტამენტების ნაწილში?
„მეტროპოლ კუბი“ და „მეტროპოლ ოვალი“ შედგება სამი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სივრცისგან, ესენია: სასტუმრო Royal Tulip-ის საინვესტიციო აპარტამენტები და პირველი კლასის ინფრასტრუქტურა. საინვესტიციო აპარტამენტები მართვაში გადაეცემა საერთაშორისო ჰოსპიტალიტი მენეჯმენტ- -კომპანიას, რაც თანაინვესტორს საშუალებას მისცემს, აპარტამენტის შეძენისას მიიღოს პასიური, მაგრამ სტაბილური შემოსავალი.
„მეტროპოლ კუბისა“ და „მეტროპოლ ოვალის“ მომხმარებლები – პროექტის თანაინვესტორები – არიან საქართველოს რეზიდენტი, ასევე რეზიდენტი პირები. „მეტროპოლი“ თანაინვესტორებისთვის ნერგავს მართვის სრულიად ინოვაციურ სისტემას, სადაც პირადი კაბინეტის საშუალებით თანაინვესტორი შეძლებს, თვალ-ყური ადევნოს შემოსავლებს, გაწეულ დანახარჯებს, მიღებულ სერვისებს. აპარტამენტის მესაკუთრეები მაქსიმალურად გამჭვირვალედ მიიღებენ ინფორმაციას მათი ქონების შესახებ.
რა გამოარჩევს „მეტროპოლ კუბისა“ და „მეტროპოლ ოვალის“ არქიტექტურას ქალაქის სხვა პროექტებისგან?
CUBE-ის დიზაინი აერთიანებს არქიტექტურის ორ კონტრასტულ მეთოდს, რაც სრულყოფილად აბალანსებს თანამედროვე სტილს და ინარჩუნებს ელეგანტური კლასიკური სტილის სულისკვეთებას. შენობის ფასადი და შენობის სტრუქტურა იდეალურად ერწყმის ქალაქის ურბანულ გეგმარებას. რაც შეეხება „ოვალს”, პროექტის ოვალური დიზაინი გამოარჩევს მას სხვა ცათამბჯენებისგან, შენობის გასაოცარი სილუეტი და პანორამული ხედები კი მის მომავალ ვიზიტორებს უნიკალურ გამოცდილებას ჰპირდება. როგორც მიხვდით, პროექტების სახელები მათი გეომეტრიული ფორმებითაა შთაგონებული. ორივე პროექტს ვაშენებთ ბათუმის ცენტრში, გმირთა ხეივანზე, ზღვიდან 200 მეტრის მანძილზე და გვჯერა, რომ როგორც კონცეპტუალურად, ასევე არქიტექტურული სილამაზით ბათუმის ამ ნაწილს განსაკუთრებულად დაამშვენებს.
რა ზომის ინვესტიცია განახორციელეთ ორივე პროექტისთვის და როგორ შეაფასებთ ამ ინვესტიციების მნიშვნელობას საქართველოს ეკონომიკისთვის?
ორივე პროექტის საინვესტიციო ღირებულება 260 მილიონი ლარია. შენდება 1000-მდე აპარტამენტი. ასევე წარმოდგენილი იქნება ორი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ჯამურად 180 ნომრით. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დადებითად აისახება რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაზე, კერძოდ კი პროექტების მშენებლობის 4 წლის განმავლობაში დასაქმდება 1000- ზე მეტი ადამიანი, ხოლო 2027 წელს, სასტუმროს გახსნის შემდეგ, შეიქმნება 300 მუდმივი სამუშაო ადგილი. თავის მხრივ, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები უფრო მეტ ტურისტს მოიზიდავენ. მეტიც, ამ სასტუმროების არსებობას შეუძლია, მოიზიდოს სხვა ბიზნესები და ინვესტორები, ხელი შეუწყოს მხარდამჭერ ბიზნესგარემოს და შექმნას დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობები. ეს პროექტი მნიშვნელოვანი ინვესტიციაა არა მარტო აჭარის რეგიონის, არამედ სრულიად ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის.
ბათუმის გარდა, „მეტროპოლი” თბილისშიც აშენებს. რას აკეთებთ და რა არის თქვენი უპირატესობა ქართულ დეველოპერულ ბაზარზე?
თბილისში ამჟამად მიმდინარეობს „მეტროპოლ ბაგების“ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა, პროექტირების ეტაპზეა ქავთარაძის ქუჩის კომპლექსები. თბილისში წარმოდგენილი პროექტები გამიზნულია როგორც საცხოვრებლად, ასევე საინვესტიციოდ.
დროსთან ერთად იცვლება მომხმარებლის დამოკიდებულება, მოთხოვნა და სურვილები, ჩვენც შესაბამისად ვეცადეთ, მათზე მაქსიმალურად მორგებული პროდუქტები შეგვექმნა. რაც შეეხება დეველოპერულ ბაზარს, ჩვენი ღრმა რწმენით, მომხმარებლების განწყობა შეიცვალა: თუ ადრე, 5-10 წლის წინ, მხოლოდ საცხოვრებლის ხარისხს აქცევდნენ ყურადღებას, ახლა მათთვის გარემოც მნიშვნელოვანია – რა არის ახლოს საცხოვრებელ სივრცეებთან, არის თუ არა ის ინფრასტრუქტურა, რაც მათ ყოველდღიურად სჭირდებათ – იქნება ეს ბაღი, სკოლა, სავაჭრო ცენტრი, რეკრეაციული ზონა თუ სხვა. ჩვენი ყველა მიმდინარე თუ მომავალი პროექტიც მაქსიმალურად მომხმარებლის მოთხოვნებზე იქნება მორგებული. „მეტროპოლის“ სტრატეგიაც და მისიაც მომხმარებლის კეთილდღეობაზე დავაფუძნეთ – გვსურს, მათ დეტალებზე ზრუნვისგან შექმნილი დისკომფორტი მოვუხსნათ და „მეტროპოლში“ დავახვედროთ არა მხოლოდ საინვესტიციო ან საცხოვრებელი ფართი, არამედ მომსახურების სრული სერვისი. დაგეგმილი გვაქვს კონსიერჟ-სერვისის განვითარება, საცხოვრებელი სივრცეების დიზაინის, სარემონტო სამუშაოებისა და დალაგების მომსახურება.
რით იქნება გამორჩეული ქავთარაძის საცხოვრებელი კომპლექსი?
„მეტროპოლ ქავთარაძის“ საცხოვრებელ კომპლექსს სხვებისგან გამოარჩევს დიდი სარეკრეაციო ზონა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ტიპის მოსასვენებელ სივრცეებს, აქ შეხვდებით ბავშვების სათამაშო მოედნებს, ამფითეატრს ზაფხულის საღამოების მხიარულად გატარებისთვის, საფეხბურთო მოედანს, ველობილიკებსა და სხვა. კომპლექსი აღჭურვილია 520 ავტომობილზე გათვლილი პარკინგით. კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსებული იქნება საბავშვო ბაღი, სავარჯიშო დარბაზი, სხვადასხვა ტიპის საოფისე და კომერციული ფართები.
თბილისის ცენტრალურ უბნებში კომფორტულ საცხოვრებელ სივრცეებთან ერთად, მშენებლობები მიმდინარეობს თბილისის შემოგარენშიც, სადაც თანამედროვე ტიპის დიდი კერძო დასახლება აშენდება.
პანდემიის დროს გამოჩნდა, რომ მომხმარებლების პრეფერენციები შეიცვალა – ყველას ინდივიდუალური საცხოვრებელი სჭირდება. შესაბამისად, ამასაც მოვერგეთ და ერთდროულად სამივე სეგმენტში შევედით: თბილისში – საცხოვრებელი სახლები, ბათუმში – როგორც საცხოვრებელი სახლები, ასევე საინვესტიციო პროექტები და კერძო დასახლება თბილისის შემოგარენში.
რას აკეთებთ გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შესამცირებლად? თქვენი ყველა პროექტი ენერგოეფექტიანია. მოგვიყევით ამის შესახებ.
ჩვენი ყველა პროექტი არის და იქნება ენერგოეფექტური. ესეც ჩვენი კომპანიის სტრატეგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია, ნებისმიერ ჭრილში ვიზრუნოთ ჩვენს თანაინვესტორებსა თუ მომავალ მობინადრეებზე.
რა გავლენა აქვს „მეტროპოლის“ პროექტებს საქართველოს ეკონომიკაზე?
METROPOL-ისა და Louvre Hotels Group-ის ექსკლუზიური პარტნიორობა ნიშნავს აჭარის რეგიონის ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვან სტიმულს. Metropol Cube-ისა და Metropol Oval-ის პროექტების მეშვეობით, რეგიონში 260 მილიონი ლარის მნიშვნელოვანი ინვესტიცია ხორციელდება. ეს ინვესტიციები არა მხოლოდ ქმნის დასაქმების შესაძლებლობებს მშენებლობის მიმდინარეობისას, არამედ – 300 მუდმივ სამუშაო ადგილს პროექტის დასრულებისთანავე.
ისეთი საერთაშორისო 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების არსებობა, როგორიცაა Royal Tulip-ი, იზიდავს ტურისტების უფრო დიდ ნაკადს, ასტიმულირებს ადგილობრივ ტურისტულ ინდუსტრიას და ქმნის დამატებით შემოსავალს. გარდა ამისა, ეკონომიკური სარგებელი სცილდება ჰოსპიტალიტი სექტორს. ასეთი დონის სასტუმროების არსებობა მოქმედებს როგორც კატალიზატორი, იზიდავს სხვა ბიზნესებსა და ინვესტორებს რეგიონში, ხელს უწყობს მხარდამჭერ ბიზნესგარემოს და ქმნის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს. გარდა ამისა, METROPOL-ის პროექტები თბილისში, მათ შორის საცხოვრებელი კომპლექსები და კერძო დასახლებები, ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკურ ზრდას.
METROPOL-ის სტრატეგიული ინვესტიციები სტუმარმასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს აჭარის რეგიონისა და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკური ლანდშაფტის გაუმჯობესებაში, ხელს უწყობს სამუშაო ადგილების შექმნას, ტურიზმის პოპულარიზაციასა და ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას.
ფოტო: ხათუნა ხუციშვილი / Forbes Georgia