კრიპტოაქტივების შენახვისა და პაროლების შესახებ უკანასკნელი კვლევის მიხედვით, კრიპტოვალუტის მფლობელთა 39.7%-ს ერთხელ მაინც დავიწყებია საკუთარი ანგარიშის პაროლი. თუმცა, მათმა 95.6%-მა პროცენტმა პაროლის აღდგენა წარმატებით შეძლო.
კვლევაში კრიპტოვალუტების მფლობელი 1,000 მონაწილე იღებდა მონაწილეობას და ის cryptovantage.com-ის დაკვეთით ჩატარდა. შედეგების მიხედვით, იმ მომხმარებელთა მიერ დაკარგული თანხის რაოდენობა, რომელთაც საკუთარი პაროლები ვერ გაიხსენეს 2,134 აშშ დოლარს უდრის.
კვლევის ბენეფიციარები კრიპტოფინანსებში საშუალოდ 7.245 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციას ახორციელებდნენ. 2009 წელს ყველაზე ძვირადღირებული კრიპტოვალუტის, ბიტკოინის, შექმნის შემდეგ ისეთი ადამიანების რიცხვი, რომლებსაც საკუთარი კრიპტოაქტივები დაუკარგავთ სულ უფრო იზრდება.
საინტერესოა ისიც, რომ 10-დან 1 რესპოდენტს საკუთარი კრიპტოსაფულე დაუცველი ჰგონია. კვლევის ბენეფიციართა 20% კი საკუთარი პაროლის დასამახსოვრებლად ფურცელს იყენებს. თუმცა, სანაცვლოდ კვლევის მონაწილეთა 61%-ს სჯერა, რომ მათი ანგარიშებისათვის საიმედო პაროლს იყენებენ.
კვლევა ყველაზე სანდო კრიპტოსაფულეების სიასაც გვათავაზობს. ყველაზე გამოყენებადი კრიპტოსაფულე Coinbase-ის პლატფორმა აღმოჩნდა. მას 1,000 მონაწილიდან 34.7% იყენებდა. მას შემდეგ მოჰყვებოდა Robinhood-ის პლატფორმა და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კრიპტოსაფულე Binance.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კვლევის მონაწილეთა 32.6% ერთხელ მაინც გამხდარა კრიპტოთაღლითობის მსხვერპლი. საშუალოდ კი ასეთი შემთხვევებით კრიპტოაქტივების მფლობელები 538 აშშ დოლარს კარგავდნენ.