ლარის ოფიციალური კურსი 2.44-მდე გაიზარდა

ლარის ოფიციალური კურსი 2.44-მდე გაიზარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს, 3 ნოემბერს, ლარის ოფიცილური გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ 2.4371-ის დონეზე დააფიქსირა, რაც ბოლო ერთ დღეში 1.8 თეთრიან გაუფასურებას ნიშნავს. ევროს მიმართ ოფიციალური კურსი 2.70-ია, გაუფასურდა 2 თეთრით. ბლუმბერგის ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე დღეს ლარის კურსმა დოლარის მიმართ 2.4525-ს მიაღწია, ამ დროისთვის კი 2.4513-ია.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების წევრები გაუმჯობესებულ მაკროეკონომიკურ სიტუაციაზე და ლარზე მოქმედი ფაქტორების პოზიტიურ ცვლილებებზე საუბრობენ, ლარი მაინც უფასურდება. ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე ბოლო ინტერვენცია (40 მილიონი დოლარის გაყიდვა) 12 ოქტომბერს განახორციელა, როცა ლარის კურსი 2.3365 იყო. მას შემდეგ ლარი დაახლოებით 10 თეთრით გაუფასურდა, მაგრამ ეროვნული ბანკს ინტერვენციისთვის აღარ მიუმართავს.