2016 წლის იანვარში, წინა თვესთან (დეკემბერთან) შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხების მოცულობა 130 მილიონი ლარით, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები 9 მილიონი დოლარით შემცირდა. ბოლო ერთ წელიწადში ლარში გაცემული სესხები 469 მილიონით, უცხოურ ვალუტაში გაცემული კი 106 მილიონი დოლარით გაიზარდა. საერთო სესხებში უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების წილი 65.7%-ზე დაფიქსირდა. ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 63% იყო.
ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 38 მილიონი ლარით გაიზარდა და 330 მილიონი ლარს მიაღწია. მთლიანი საკრედიტო პორტფელის მიმართ ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 2%-ია, რაც საგანგაშო მაჩვენებელი არ არის. 2015 წლის პირველ იანვარს აღნიშნული მაჩვენებელი 2.1% იყო.
2016 წლის იანვარში ლარში გაცემულ სესხებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 1.9% პუნქტით გაიზარდა და 22.4% შეადგინა. დოლარში გაცემულ სესხებზე განაკვეთი 0.3% პუნქტით გაიზარდა და 10.5%-ს გაუტოლდა.