ლიბერთი Nasdaq Calypso-ს ახალ საერთაშორისო პლატფორმას დანერგავს

ლიბერთი Nasdaq Calypso-ს ახალ საერთაშორისო პლატფორმას დანერგავს

საქართველოს ხუთი წამყვანი კომერციული ბანკი – ლიბერთი, ბაზისბანკი, საქართველოს ბანკი, თიბისი და ტერაბანკი, სახაზინო ინფრასტრუქტურის ტრანსფორმაციას ერთიან, საერთაშორისოდ აღიარებულ პლატფორმაზე, Nasdaq Calypso-ზე განახორციელებენ.

აღნიშნული სიახლე Nasdaq-მა მომხმარებლებს ნიუ-იორკის თაიმს-სქვერზე განთავსებული ბანერით გააცნო.

Nasdaq Calypso-ს საზიარო პლატფორმა საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერითა და საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის (GFMTA) ეგიდით ინერგება. პროექტი ხორციელდება „საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების პროგრამის“ (GMAP) ფარგლებში და მიზნად ისახავს საბანკო სექტორისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე და საიმედო სახაზინო ინფრასტრუქტურის შექმნას.

„Nasdaq Calypso-ს პლატფორმაზე გადასვლა ლიბერთისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი სახაზინო ოპერაციების ეფექტიანობასა და რისკების მართვის შესაძლებლობებს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ლიბერთი ქართულ სახაზინო ბაზარზე მნიშვნელოვან მოთამაშედ ჩამოყალიბდა და თანმიმდევრულად აძლიერებს საკუთარ როლსა და პოზიციებს. საერთაშორისო სტანდარტის ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის დანერგვა სრულად შეესაბამება ლიბერთის სტრატეგიას – მუდმივად განვავითაროთ თანამედროვე საბანკო სერვისები ჩვენი მომხმარებლებისა და პარტნიორებისთვის. გვჯერა, რომ ეს ინიციატივა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს როგორც ლიბერთის, ისე მთლიანად საქართველოს ფინანსური ბაზრის განვითარებაში.“-ვახტანგ ბაბუნაშვილი, ლიბერთის ფინანსური დირექტორი.

Nasdaq-თან პარტნიორობა საქართველოს საბანკო სექტორისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც ხელს შეუწყობს საერთაშორისო ფინანსურ სისტემასთან კიდევ უფრო მჭიდრო ინტეგრაციას და ქვეყნის კაპიტალის ბაზრის განვითარებას.


ლიბერთი ბანკის შესახებ:

2026 წლის აპრილში, ლიბერთი ბანკის აქციების 95.99% ბაზისბანკმა შეიძინა.

ლიბერთი ბანკი საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია და ემსახურება 1.76 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 60,000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს.  

ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით, 700-მდე ბანკომატით, ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 5,600-ს აღემატება. 2026 წლის ივნისის მდგომარეობით, ბანკის აქტივები 6.34 მლრდ ლარს შეადგენს, მთლიანი საკრედიტო პორტფელი 4.64 მლრდ ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 4.95 მლრდ ლარი. ბანკის 2026 წლის პირველი 6 თვის წმინდა მოგება 53 მილიონი ლარია, ხოლო 2025 წელს წმინდა მოგებამ 128 მილიონი ლარი შეადგინა.

S