ლიეტუვა გერმანიისაგან $2.2 მილიარდის საბრძოლო ტანკებს შეიძენს

ლიეტუვა გერმანიისაგან $2.2 მილიარდის საბრძოლო ტანკებს შეიძენს

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის მთავარი მრჩევლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანა გერმანიისაგან $2.2 მილიარდის ღირებულების მთავარ საბრძოლო ტანკებს შეიძენს. კესტუტის ბუდრისის განმარტებით, გარიგება ლიეტუვის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია არა მხოლოდ სამხედრო სფეროში, არამედ მთლიანობაში.

ლიეტუვის პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით, გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რა სახის მთავარ საბრძოლო ტანკებს შეიძენენ გერმანიისაგან, ჯერჯერობით მიღებული არ არის. თუმცა ცნობილია, რომ აღნიშნული თანხა ამუნიციის, ლოგისტიკისა და მიწოდების ხარჯებსაც დაფარავს.

მიუხედავად დაუდასტურებელი ინფორმაციისა, დიდია ალბათობა იმისა, რომ ლიეტუვის არმია გერმანულ Leopard 2-ის ტიპის მთავარ საბრძოლო ტანკებს შეიძენს.