თბილისის ცენტრიდან 15 წუთის სავალზე, ლისის ტბასთან, გრანდიოზული სადღესასწაულო სივრცე „ლისი ივენთ ჰოლი“ მდებარეობს. დედაქალაქის ულამაზესი ხედების ფონზე ის უკვე წელიწადზე მეტია, მრავალ მასშტაბურ პროექტს მასპინძლობს და საკუთარ კვალს ტოვებს საქართველოს სტუმარმასპინძლობის მზარდ სექტორზე.
ევროპული სტანდარტებისა და ქართული ტრადიციული სტილის გაერთიანებით, „ლისი ივენთ ჰოლი“ სტუმრებს მრავალფეროვანი მომსახურებითა და მაღალი ხარისხის სერვისებით უზრუნველყოფს. კომპანიას თითოეული ღონისძიებისადმი უნიკალური მიდგომა ახასიათებს.
სადღესასწაულო სივრცე სტუმრებს ღონისძიებებისთვის საჭირო ყველა სახის მომსახურებას სთავაზობს – წვეულების დაგეგმვით დაწყებული, მის დასრულებამდე.
რას გულისხმობს „ჰოლის“ მრავალფეროვნება – „ლისი ივენთ ჰოლის“ გრანდიოზულ სადღესასწაულო სივრცეს აქვს უნარი მოდიფიცირდეს, გარდაისახოს და ყველა დეტალის გათვალისწინებით მოერგოს სხვადასხვა სახის მრავალ ღონისძიებას, გახსნის დღიდან, ჰოლი აქტიურად მასპინძლობს როგორც ბიზნესღონისძიებებს: კონფერენციებს, პრეზენტაციებს, კორპორაციულ წვეულებებს, ისე პირად, სადღესასწაულო ღონისძიებებს, იქნება ეს მეჯლისები, გრანდიოზული ქორწილები თუ სტუმრისათვის სასურველი სხვადასხვა ხასიათისა და შინაარსის საღამოები.
„პირველივე დღიდან, ჩვენი გუნდის ძირითად ორიენტირად ხარისხი და თითოეული ივენთისთვის უნიკალური მიდგომა რჩება, რაც ღონისძიებებს ინდივიდუალურობას უნარჩუნებს და მტკიცედ მიჰყვება მის მთავარ ნიშს – თითოეული ღონისძიება სტუმრებისთვის დასამახსოვრებელი გახადოს. დახვეწილი და უმაღლესი სტანდარტების სივრცე კომპანიის გამოცდილი გუნდის მიერ შეიქმნა, განვითარებისკენ სწრაფვა კი არასდროს შეჩერებულა“, – ამბობს „ლისი ივენთ ჰოლის“ დირექტორი ნიკოლოზ ჭკადუა.
„ლისი ივენთ ჰოლის“ პრიორიტეტი სტუმართა კმაყოფილებაა. მომხმარებელთათვის კომფორტული გარემოს შექმნას კომპანია სადღესასწაულო სივრცის ინტერიერისა და ექსტერიერის მათ მოთხოვნებსა და სურვილებზე მორგებით ახერხებს. „ლისი ივენთ ჰოლის“ სადღესასწაულო სივრცე გრანდიოზულ ტერასას, ტექნიკურად გამართულ გარემოსა და დიდ და კეთილმოწყობილ საპარკინგე ზონას აერთიანებს. „ჰოლი“ ერთადერთია ქართული სტუმარმასპინძლობის სექტორში, რომელსაც 2,000 სტუმრის მიღების საშუალება აქვს.
გამორჩეული ადგილმდებარეობისა და სერვისების გარდა, „ლისი ივენთ ჰოლს“ განსაკუთრებულს კომპლექსის მრავალფუნქციური ხასიათიც ხდის. სადღესასწაულო სივრცე აერთიანებს LOVE GARDEN-ს საქორწილო წვეულებების ხელმოწერებისთვის, ხოლო პრესტიჟულ წვეულებებს ტერასის, აუზისა და ფოტოზონის მქონე LISI EVENT VILLA მასპინძლობს.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს – კომპლექსი მომხმარებელს სიახლეებს ეტაპობრივად წარუდგენს. მიმდინარე წლის ახალი კონცეპტი თანამედროვე დეკორაციები იქნება, მასთან ერთად კი ქორწილებთან დაკავშირებული სერვისები, რომლებიც ბრენდს ქართულ ბაზარზე გაძლიერებაში დაეხმარება.
გახსნის დღიდან „ლისი ივენთ ჰოლი“ ვითარდება როგორც ვიზუალურად, ასევე ხარისხის მიმართულებით. მრავალფეროვნების შესანარჩუნებლად კომპლექსი სტუმრებს ყოველ სეზონზე ახალ ფერებსა და განახლებულ დიზაინს წარუდგენს, სლოგანიც შესაბამისია – „არასოდეს იგივე“.