ლიტერატურის დარგში 2024 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი სამხრეთკორეელი მწერალი, ჰან განი გახდა. აღსანიშნავია, რომ განი პირველი სამხრეთკორეელი მწერალი და აზიელი ქალია, რომელმაც ეს პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა.
როგორც ნობელის პრემიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ჰან განს ნობელის პრემია გადაეცა „მისი მძაფრი პოეტური პროზისთვის, რომელიც უპირისპირდება ისტორიულ ტრავმებს და ავლენს ადამიანის ცხოვრების სისუსტეს.“
შეგახსენებთ, ლიტერატურის დარგში 2024 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ნორვეგიელი მწერალი, ჯონ ფოსე გახდა. მას ჯილდო „ინოვაციური პიესებისა და პროზისთვის გადაეცა, რომელიც უთქმელს ხმას ანიჭებს“.
აღსანიშნავია, რომ ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია 1901 წლიდან დღემდე 117-ჯერ გაიცა. მათ შორის ეს ჯილდო 18-ჯერ ქალმა მიიღო.