ჩოგბურთის სამოყვარულო ტურნირი – LOPOTA CUP 2023 4-დღიანი თამაშების შემდეგ გამარჯვებულების დაჯილდოებით დაიხურა.
LOPOTA CUP 2023-მა ტრადიციულად ჩოგბურთის მოყვარულები კახეთში გააერთიანა. ტურნირს წელს რეკორდულად მაღალი დაინტერესება მოჰყვა და 100-ზე მეტი მონაწილე დარეგისტრირდა.
LOPOTA CUP 2023-ს სამოყვარულო ტურნირებს შორის ყველაზე დიდი – 30 000-ლარიანი საპრიზო ფონდი აქვს, რომელიც სხვადასხვა თანრიგის პირველი და მეორე ადგილების მფლობელებზე გადანაწილდა.
გამარჯვებულებს, ფულად პრიზთან ერთად სპონსორების მიერ დაწესებული საჩუქრებიც გადაეცათ. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სპეციალურად ამ ტურნირისთვის შექმნილი თასებით, რომლებიც მოქანდაკე ირაკლი წულაძის მიერ შეიქმნა.
იხილეთ გამარჯვებულთა სია:
ერთეულთა თანრიგი :
კაცთა შორის (მოყვარული ჩოგბურთელები)
- პირველი ადგილი : ლუკა სახვაძე
- მე-2 ადგილი : ზვიად კალმახელიძე
ქალთა შორის A კატეგორია (ვეტერანი ჩოგბურთელები):
- პირველი ადგილი : სალომე ჩაჩხუნაშვილი
- მე-2 ადგილი : მარიამ ლაბაური
ქალთა შორის B კატეგორია (მოყვარული ჩოგბურთელები):
- პირველი ადგილი : ხატია გოგალაძე
- მე-2 ადგილი : ნარინე ეტარიანი
წყვილთა თანრიგი (Pro-Am)
- პირველი ადგილი
თეიმურაზ გაბაშვილი- ვაჟა ქომეთიანი
- მე-2 ადგილი
ნოდარ ითონიშვილი – გიორგი გიორგაძე
ტურნირი წლების წინ, ლოპოტას დამფუძნებლის გოგა მაისურაძის ინიციატივით დაარსდა და ყოველწლიურ ხასიათს ატარებდა. რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ლოპოტამ ტურნირს ახალ, პროფესიონალურ დონეზე მოწყობილ ჩოგბურთის კორტებზე უმასპინძლა.
LOPOTA CUP 2023-ის ტურნირის გენერალური სპონსორები არიან: ვიარ ჰოლდინგი და სარაჯიშვილი.
ტურნირის სპონსორები არიან: წყალი ბაკურიანი, პორშე ცენტრი თბილისი, World Class Georgia, შატო ბუერა.
ტურნირის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: Forbes Georgia, Georgia Today, ჟურნალი Lifestyle Art, რუსთავი 2, პალიტრამედია ჰოლდინგი, ინტერპრესნიუსი. S