Louis Vuitton-ი ბრენდული ფარების წარმოებას იწყებს

Louis Vuitton-ი ბრენდული ფარების წარმოებას იწყებს

Louis Vuitton-ი ძვირად ღირებული ბრენდული ფარების წარმოებას იწყებს, რათა ეს სამედიცინო დამცავი აქსესუარი უფრო მეტად მოდური გახადოს. ამის შესახებ Forbes-ი წერს.

Louis Vuitton-ის დამცავი ფარები კომპანიის 2021 წლის კოლექციის ნაწილი იქნება და მასზე დატანილი იქნება მონოგრამული თასმა ოქროს წკირებით. გარდა ამისა, ფარი შესაძლებელი იქნება გადაკეთდეს ქუდადაც, ერთი მარტივი მოქმედებით.

Vanity Fair-ის ცნობით, Louis Vuitton-ის დამცავი ფარები გასაყიდად 30 ოქტომბრიდან გამოჩნდება და ის დაახლოებით $961 ეღირება. თუმცა, კომპანიაში აცხადებენ, რომ ფასი საბოლოო არ არის.

ცნობისთვის, სხვა მდიდრულმა ბრენდებმა, როგორიცაა მაგალითად, Fendi, Palm Angels-ი, Marine Serre-ი და Cristian Siriano, ბრენდირებული ნაჭრის პირბადეები გამოუშვეს, თუმცა, დამცავი ფარების წარმოების დაწყების გარისკვა ჯერ არ უცდიათ.

Louis Vuitton-ი ფრანგული ბრენდია, რომელიც საათებს, სამკაულებს, სათვალეებს და სხვა აქსესუარებს აწარმოებს. ის ასევე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ძვირად ღირებული მოდის სახლია მსოფლიოში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.