მაისში, როგორც დეპოზიტების, ასევე საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი გაიზარდა.
კერძოდ, საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 56.4 პროცენტს გაუტოლდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, სავალუტო და სალარე დეპოზიტების ზრდის ტემპებიდან გამომდინარე დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი, მასისში 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 62.0 პროცენტს შეადგენს.
საანგარიშო პერიოდის ბოლოს, იურიდიული და ფიზიკური პირების დეპოზიტების დოლარიზაცია, შესაბამისად, 50.6 და 74.6 პროცენტს შეადგენდა.
2017 წლის მაისთან შედარებით, სესხების დოლარიზაციის მაჩვენებელი 2.4 პროცენტით არის შემცირებული, კერძოდ კი ორი წლის წინ საკრედიტო პორტფელში უცხოური ვალუტით გაცემული სესხების წილი 59% იყო. მას შემდეგ დოლარიზაციამ ზრდა მხოლოდ რამდენჯერმე დააფიქსირა.