მალდივები Google-ის TOP-10 სასურველი ტურისტული მიმართულებების სათავეშია. ამის შესახებ trends.google.com-ი იტყობინება.
რეიტინგი ცხადჰყოფს, რომ მომხმარებლების ინტერესი და მოთხოვნა უფრო ეგზოტიკური ტურისტული მიმართულებებისკენ იხრება.
მსოფლიოში მოგზაურობისთვის ყველაზე სასურველი ადგილების სიაში მეორე ადგილს იაპონია იკავებს, მესამეზე კი ფრანგული პოლინეზიის კუნძული ბორა ბორაა. ტოპ-ხუთეულში ასევე მოხვდა აშშ-ის ქალაქი ლას-ვეგასი და მექსიკის დედაქალაქი მეხიკო.
Google-მა მსოფლიოში მოგზაურობისთვის ყველაზე სასურველი ადგილების რეიტინგი 2019 წელს მომხმარებლების მიერ ყველაზე ხშირად საძიებო ველში მოთხოვნების გაანალიზების შედეგად შეადგინა.
Google-ის TOP-10 სასურველი ტურისტული მიმართულებები:
1. მალდივები
2. იაპონია
3. ბორა ბორა
4. ლას ვეგასი
5. მექხიკო
6. ალასკა
7. ნიუ ორლეანი
8. კალიფორნია
9. ნიუ-იორკი
10. კოსტა რიკა