მამუკელაშვილი „სან-ანტონიო სპურსში“ ითამაშებს

მამუკელაშვილი „სან-ანტონიო სპურსში“ ითამაშებს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრი, სანდრო მამუკელაშვილი კარიერას NBA-ის გუნდ „სან-ანტონიო სპურსში“ გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია „სპურსმა“ უკვე დაადასტურა.

გუნდის პოლიტიკიდან გამომდინარე, კონტრაქტის პირობები არ გასაჯაროებული. თუმცა, როგორც ირკვევა, სანდრო ახალ გუნდში 54-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

შეგახსენებთ, „მილოუკი ბაქსმა“ სანდრო მამუკელაშვილი გუნდიდან ორი დღის წინ გაუშვა. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოთამაშემ NBA-ში ახალი გუნდი საკმაოდ სწრაფად იპოვა.

მამუკელაშვილსა და „მილოუკი ბაქსს“ შორის ურთიერთობა 2021 წელს დაიწყო. სანდრომ ამ გუნდის შემადგენლობაში ორი სეზონის განმავლობაში 65 თამაშში მიიღო მონაწილეობა. გარდა ამისა, მან ორმაგი კონტრაქტის საფუძველზე G ლიგის გუნდ „ვისკონსინ ჰერდის“ რიგებში 30 მატჩი ჩაატარა. სწორედ „ჰერდიდან“ მოხვდა წლევანდელ G ლიგის „ოლ სტარის“ მატჩზე და Next Up Game-ის სახელწოდებით ცნობილი შეხვედრა მოიგო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *