ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მარტში საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 76 მლნ ლარი შეადგინა, რაც 39 მლნ ლარით ნაკლებია 2017 წლის მარტის მაჩვენებელზე. მარტში ბანკებმა მოგების გადასახადის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 8.2 მლნ ლარი გადაიხადეს.
მარტში ბანკების შემოსავლებმა 300 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 269 მლნ ლარი საპროცენტო შემოსავლები, ხოლო 68 მლნ ლარი არასაპროცენტო შემოსავლები იყო.
იანვარ-მარტში ბანკების მოგება 159 მლნ ლარია, რაც 2017 წლის იანვარ-მარტის მოგებაზე 23.5 მლნ ლარით (9%-ით) ნაკლებია.
გრაფიკი: კომერციული ბანკების წმინდა მოგება, მლნ ლარებში