საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მარტში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 1%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 3.7% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია 3.7%-ით გაძვირდა.
მარტში ფასები მნიშვნელოვნად შემდეგ პროდუქტებზე გაიზარდა: ბოსტნეული და ბაღჩეული – 8.2%, ხილი და ყურძენი – 5.1%, ზეთი და ცხიმი 1%, თამბაქოს ნაწარმი – 4.8%.
ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად ალკოჰოლური სასმელები და თამბაქოს ფასები (20.8%-ით) გაიზარდა. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 4.8%-ით გაძვირდა, ჯანმრთელობის დაცვის ფასი კი 3.6%-ით გაიზარდა. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 10.1%-ით გაიაფდა.
გრაფიკი: წლიური ინფლაციის მაჩვენებლები