საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის მარტში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 8.2%-ით გაიზარდა, ხოლო პირველი კვარტლის საშუალო რეალური ზრდა 7.8%-ით განისაზღვრა.
წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორებში.
