Mastercard-ი $11-მლრდ-ის ღირებულების აქციებს გამოისყიდის

Mastercard-ი $11-მლრდ-ის ღირებულების აქციებს გამოისყიდის

გადახდების ამერიკული კომპანიის, Mastercard-ის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, კომპანია $11 მილიარდის ღირებულების A კლასის აქციებს თვითონვე შეისყიდის.

Mastercard-ის განმარტებით, აქციების კომპანიის მიერვე შესყიდვის ახალი სპეციალური პროგრამა მას შემდეგ ამოქმედდება, რაც კომპანია წინათ დაანონსებულ $9 მილიარდის ღირებულების აქციებს შეისყიდის.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, სავაჭრო დღის ბოლოსთვის Mastercard-ის აქციათა ფასი 1%-ით $411.75-მდე გაიზარდა. ცნობისათვის, მსგავსი პროგრამა Mastercard-ის კონკურენტმა, Visa-მაც დანერგა. Visa-ს მიერ ოქტომბერში გაკეთებული განცხადებით, კომპანია რამდენიმე წლის განმავლობაში ჯამში $25 მილიარდის ღირებულების აქციებს თავადვე შეისყიდის.

გარდა ამისა, კომპანიის გადაწყვეტილებით, აქციონერებისათვის კვარტალური დივიდენდის მოცულობა ერთ აქციაზე 57 ცენტიდან 66 ცენტამდე გაიზარდა.

ამჟამად, აქციათა ფასის გათვალისწინებით, Mastercard-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $383.26 მილიარდია. Visa-ს საბაზრო კაპიტალიზაცია კი $511.32 მილიარდს შეადგენს.