Mastercard-თან თანამშრომლობით, Nexo-მ, მსოფლიოში პირველი, კრიპტომხარდაჭერილი გადახდის ბარათი გამოუშვა

Mastercard-თან თანამშრომლობით, Nexo-მ, მსოფლიოში პირველი, კრიპტომხარდაჭერილი გადახდის ბარათი გამოუშვა

კრიპტოკრედიტორმა Nexo-მ, გლობალური გადახდების კომპანია Mastercard-თან თანამშრომლობით, კრიპტომხარდაჭერილი პირველი გადახდის ბარათი გამოუშვა. Nexo-ს განცხადებით, ბარათი თავდაპირველად ევროპის მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში დაინერგება.

Mastercard-ისა და Nexo-ს ბარათი მომხმარებელს, ციფრული აქტივების გაყიდვის გარეშე, მისი დახარჯვის საშუალებას მისცემს. კომპანიების მიერ წარმოებული ბარათი Nexo-ს მიერ მოწოდებულ კრიპტომხარდაჭერილ საკრედიტო ხაზთან იქნება დაკავშირებული. მისი გამოყენება, მსოფლიო მასშტაბით, იმ 92 მილიონზე მეტ სავაჭრო ობიექტში იქნება შესაძლებელი, სადაც Mastercard-ით გადახდა დაშვებულია.

ბარათის საშუალებით ინვესტორები საკუთარი კრიპტოაქტივების 90%-ის დახარჯვას შეძლებენ. აღსანიშნავია, რომ ბარათს არ სჭირდება მინიმალური დაფარვა, არც ყოველთვიური ან უმოქმედობის გადასახადი, თვეში 20,000 ევრომდე არა აქვს FX-საკომისიოც. არსებული ტრადიციული საკრედიტო ბარათების უმეტესობა დაუცველია და დადგენილი საკრედიტო ლიმიტი აქვს.

Mastercard-სა და Nexo-ს ახალი ბარათით არ არსებობს შეზღუდვები, თუ რამდენის ამოღება ან დახარჯვა შეუძლია მომხმარებელს ღია საკრედიტო ხაზიდან, ხოლო პროცენტი მხოლოდ რეალურად გამოყენებული კრედიტის ოდენობაზე გადაიხდება. იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სესხის ღირებულებასთან თანაფარდობას 20%-ზე ან მის ქვემოთ შეინარჩუნებენ, საპროცენტო განაკვეთი 0%-ს არ აღემატება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *