McDonald's-ი მეტავერსში რესტორანს გახსნის

McDonald's-ი მეტავერსში რესტორანს გახსნის

სწრაფი კვების გიგანტი McDonald’s-ი მზარდ ტენდენციას შეუერთდა და ვირტუალური საქონლისთვის, სერვისებისთვის და მათ შორის ვირტუალური კაფეებისა და რესტორნებისთვის სავაჭრო ნიშნის მინიჭების მოთხოვნით, განაცხადი შეიტანა. McDonald’s-ის ვირტუალური წარმოსახვითი სამყარო Meta-ს მეტავერსია.

McDonald’s-ის მიერ ჯამში ათი განაცხადის შეტანის შესახებ, Twitter-ის საშუალებით ინფორმაცია ჯოშ გერბენმა გაავრცელა – იმ ფირმის ადვოკატმა, რომელიც ყოველდღიურად აკვირდება სავაჭრო ნიშნებზე გაკეთებულ ახალ მოთხოვნებს. McDonald’s-ის განაცხადი, სხვა საკითხებთან ერთად, ვირტუალური რესტორნის ოპერირებისთვის, რომელიც ვირტუალურ და რეალურ საქონელს გააერთიანებს და ვირტუალური რესტორნისთვის სახლში მიტანის სერვისისთვის სავაჭრო ნიშნის მინიჭებას ითხოვს. გარდა ამისა, განაცხადი სავაჭრო მარკირებას, ვირტუალური McCafe-ის საშუალებით, „ონლაინ-ფაქტობრივი და ვირტუალური წარმოდგენებისა“ და სხვა სახის გასართობი სერვისებისთვისაც ითხოვს.

მსგავსი ტიპის მოთხოვნების განსახილველად, აშშ-ის საპატენტო და სავაჭრო ნიშნების ოფისს საშუალოდ 8-9 თვე სჭირდება, თუმცა გერბენი მიიჩნევს, რომ სწრაფი კვების გიგანტისთვის მოთხოვნის დამტკიცება რთული არ იქნება. მეტავერსში რესტორნის გახსნით, McDonald’s-ი ისეთ მსხვილ კორპორაციებს უერთდება, როგორიც Nike-ი, Walmart-ი და Sketchers-ია. ჩამოთვლილმა ორგანიზაციებმა იმავე სახის განაცხადი უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში შეიტანეს.

მიუხედავად იმისა, რომ მეტავერსი არაა ერთადერთი ვირტუალური სამყარო, რომელშიც ამ სავაჭრო ნიშნების გამოყენებაა შესაძლებელი, როგორც ჩანს, Meta, სხვა მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებზე მეტად ცდილობს სწრაფად მზარდ სფეროში ფეხის მოკიდებას და შესაბამის შედეგებსაც ხედავს. Meta-ს მეოთხე კვარტალის ანგარიშით, “Reality Lab”-იდან, გაფართოებული და ვირტუალური რეალობის სამომხმარებლო აპარატურიდან, კომპანიამ $800 მილიონის შემოსავალი მიიღო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *