სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლმა ლატეს მწარმოებელ ამერიკულ კომპანიაში ინვესტირება გადაწყვიტა. CNN-ის ცნობით, საუბარია კომპანია Clevr Brands-ზე, რომელიც ოთხი სახეობის ლატეს აწარმოებს შვრიის რძით.
ცნობისთვის, აღნიშნული სტარტაპი მისმა ამჟამინდელმა აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ჰანაჰ მენდოზამ 2019 წელს როჯერ კოპოლასთან ერთად დააარსა.
“აღნიშნული ინვესტიცია იქნება მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ქალი ანტრეპრენერებისთვის. მე ვამაყობ ამ ინვესტიციით იმ პროდუქტის მხარდასაჭერად, რომელიც მე პირადად ძალიან მიყვარს“, – განაცხადა მეგან მარკლმა. თუმცა, მას არ დაუკონტრეტებია რა რაოდენობის ინვესტიცია ჩადო სტარტაპში.
ცნობისთვის, ლატეს მწარმოებელი Clevr Brands-ი, რომელიც კალიფორნიაში მდებარეობს, იყენებს მხოლოდ ორგანულ და არაგენმოდიფიცირებულ ინგრედიენტებს, შეფუთვები კი მრავალჯერადად გამოიყენება.