მეტავერსი და მისი პოტენციალი ბიზნესისთვის: ვირტუალურ კონფერენციას „ერაივალი“ უმასპინძლებს

მეტავერსი და მისი პოტენციალი ბიზნესისთვის: ვირტუალურ კონფერენციას „ერაივალი“ უმასპინძლებს

18 თებერვალს, „ერაივალი“, საქართველოში წამყვანი მეტავერს ივენთების სააგენტო, გეპატიჟებათ ვირტუალურ კონფერენციაზე „მეტავერსი და მისი პოტენციალი ბიზნესისთვის“.

კონფერენცია ჩატარდება Spatial-ის მეტავერსში, ინგლისურ ენაზე, და საერთაშორისო მასშტაბით უმასპინძლებს მეტავერს ინდუსტრიით დაინტერესებულ დამწყებ მეწარმეებსა თუ ბიზნესმენებს.

ღონისძიების ფარგლებში, დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიცნონ მეტავერს ინდუსტრიის ექსპერტები, მათი პროექტები, წარმატების სტრატეგიები, და შეხედულებები.

საღამოს ოთხი სპიკერი ეყოლება:

კარლ ფრაველი – ის არის Decentraland-ის სტრატეგიული მრჩეველი, Applied Talent-ის აღმასრულებელი დირექტორი და Decentraland საკონფერენციო ცენტრის დამფუძნებელი. კარლი მეტავერს სფეროში 2004 წლიდან არის ჩართული.

კარლი 30 წელზეა მეტია, ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწეობს, მისი კარიერა ძირითად ფოკუსირებულია სტარტაპებისა და დიდი ორგანიზაციების გუნდების სტრატეგიულ მართვაზე.

ვიტ ჯედლიკა – Liberland-ის პრეზიდენტი, საზოგადოების გამოცდილი ლიდერი, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება ფართო ორგანიზებასა და ადვოკატირებაში. ვიტი ცნობილია თავისი უნარით შექმნას წარმატებული პროექტები და ღრმად ესმის მეტავერსის როლი ბიზნესის განვითარებაში, ის საკუთარ სახელმწიფოს ამ ეტაპზე მეტავერს სივრცეშიც აშენებს.

ირაკლი კოტიაშვილი – Mellow Morning-ის კრეატიული დირექტორი, მარკეტინგისა და ბრენდინგის კონსულტანტი Web3 სფეროში. ირაკლის აქვს 10-წლიანი გამოცდილება ბრენდინგის, მარკეტინგისა და კომუნიკაციის მენეჯმენტში, უმუშავია ისეთ საერთაშორისო კორპორაციებთან, როგორიცაა British American Tobacco, Rémy Cointreau, Adjarabet და სხვა.

ის უკვე ერთ წელზე მეტია, რაც Web3 სივრცეშია და დაეხმარა 10-ზე მეტ პროექტს საკუთარ მომხმარებელთან სწორი კომუნიკაციის დამყარებაში, მათი ნამდვილი ხმის პოვნაში და მათთან ორგანული ურთიერთობების დამყარებაში.

Ilya Chernyakov – Praktika.AI-ს დამფუძნებელი. ილია არის IT მეწარმე და ტექ ენთუზიასტი. ის აშენებს სასაუბრო AI-ს, რათა დააკმაყოფილოს მომხმარებლების და მათი ბიზნეს საჭიროებები. ის 6 წელზე მეტია, მუშაობს სტარტაპებში, რათა უახლესი ტექნოლოგიების მაქსიმალური ღირებულება მიიტანოს ხალხამდე.

მოდერატორის როლში კი საღამოს გაუძღვება სამუელა დავიდოვა, Liberland-ის წარმომადგენელი საქართველოში.

სპიკერები ისაუბრებენ მეტავერსის იდეასა და პოტენციალზე, გაგვიზიარებენ თავიანთი წარმატების ისტორიებს, განიხილავენ ბიზნესისთვის მეტავერს ტექნოლოგიის გამოყენების სხვადასხვა შესაძლებლობებსა და გამოწვევებს, და განმარტავენ, თუ როგორ შეიძლება ეს დაეხმაროს ბიზნესებს აუდიტორიასთან უფრო მჭიდრო კავშირის შექმნაში.

ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებს ექნებათ პირდაპირ რეჟიმში კითხვების დასმის შესაძლებლობა.

როგორ დავესწრო ღონისძიებას Spatial-ში?

ღონისძიებაზე დასწრება ვირტუალური სივრცეში, Spatial-ში, უფასოა, თუმცა ამისთვის წინასწარი რეგისტრაციაა საჭირო. რეგისტრაციის შემდეგ, მონაწილეები მიიღებენ წვდომას „ერაივალის“ ვირტუალურ სივრცეზე Spatial-ში, რომლის შემდეგაც უკვე შეძლებენ 3D ავატარის შექმნას. ავატარის მეშვეობით, დამსწრეებს შეეძლებათ სრულად ჩაერთონ კონფერენციის მიმდინარეობაში – ისაუბრონ, იცეკვონ, ან გამოხატონ სხვადასხვა ემოცია.

ღონისძიებაზე მეტავერსში დასასწრებად, გაიარე რეგისტრაცია – https://forms.gle/Yrr554FKedAgWwBJ6

კონფერენციის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, „ერაივალი“ მონაწილეებს იწვევს ფიზიკურ სივრცეში, კლუბ ილუზიაში, სადაც, ელექტრონული მუსიკისა და მყუდრო ატმოსფეროს ფონზე, სტუმრები შეძლებენ ერთმანეთის ფიზიკურად გაცნობას, დისკუსიას, და მნიშვნელოვანი კონტაქტების დამყარებას.

ღონისძიების “მეტავერსი და მისი პოტენციალი ბიზნესისთვის” ორგანიზატორია ARRIVAL – პირველი ქართული მეტავერს ღონისძიებების სააგენტო, რომელიც კომპანიებსა და ორგანიზაციებს ეხმარება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების 3D ვირტუალურ სივრცეში ჩატარებასა, და დამსწრეთათვის სახალისო და ინტერაქციული გამოცდილებების შექმნაში. S

ღონისძიების პარტნიორები არიან:

BMG.ge; Spark; MVP.ge; Forbes; BPN.ge; Noxtton; Iluzia; LiberLand; 303Hz; Forbes Georgia.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *