რა არის ფასნამატი?

რა არის ფასნამატი?

ფასნამატი (ინგლისურად Markup) არის სხვაობა საქონლის გასაყიდ ფასსა და მასზე გაწეულ დანახარჯს შორის. ფასნამატის გამოთვლა ყველაზე აქტუალური ვაჭრობაშია, სადაც ფასნამატი არის სავაჭრო ქსელში სარეალიზაციო ფასსა (საცალო ფასი) და საბითუმო ფასს შორის სხვაობა. სხვანაირად რომ თქვათ, ფასნამატი არის ფასის ის წილი, რასაც შუამავალი, სავაჭრო დაწესებულება უმატებს.

ფასნამატი ხშირად ეშლებათ მოგების მარჟაში. ამ დროს ისინი სხვადასხვაა. ფასნამატი მხოლოდ გასაყიდ და შესასყიდ ფასებს შორის სხვაობაა და მოგება რომ დავთვალოთ, მას უნდა გამოაკლდეს კომპანიის სხვა ხარჯები, მაგალითად, ადმინისტრაციული ხარჯები, იჯარის ხარჯი, მარკეტინგის ხარჯი, საპროცენტო ხარჯი, პირდაპირი გადასახადები და ა.შ. ანუ, თუ მაღაზიამ ერთი ტონა კარტოფილი 2,000 ლარად იყიდა და 3,000 ლარად გაყიდა, 1,000 ლარი იქნება ფასნამატი, მაგრამ არა მოგება, რადგან აღნიშნულ 1,000 ლარს უნდა გამოაკლდეს მაღაზიის სხვა ხარჯები (ხელფასები, კომუნალურები და ა.შ.). აქედან გამომდინარე, ხშირად ე.წ. ბაზრობებზე რეალიზებულ პროდუქტებში ფასნამატი უფრო ნაკლებია, ვიდრე მაღაზიებში. ბაზრობაზე ვაჭრობას ნაკლები დამატებითი ხარჯები აქვს, ვიდრე მაღაზიას.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *