ინდოეთის პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფება. მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კი მის პატივსაცემად სამთავრობო ვახშამი გამართა, რომელსაც სხვადასხვა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორები და მილიარდერებიც ესწრებოდნენ.
ვახშამზე დამსწრეთა შორის ყველაზე მდიდარი ადამიანი, Reliance Industries-ის თავმჯდომარე მუკეშ ამბანი გახლდათ, რომლის ქონებაც, Forbes-ის თანახმად, $90.8 მილიარდ დოლარს შეადგენს. მუკეშ ამბანი ინდოეთის უმდიდრესი და მსოფლიო რეიტინგში მე-13 ყველაზე მდიდარი ადამიანია.
სტუმართა სიაში კიდევ ერთი ინდოელი ბიზნესმენი და მილიარდერი, ZScaler-ის დამფუძნებელი ჯაგტარ ჩოდრია, რომლის ქონებაც $8.3 მილიარდს შეადგენს. მის გარდა ვახშამზე იმყოფებოდნენ Mahindra & Mahindra-ს კონგლომერატის თავმჯდომარე ანანდ მაჰინდრა ($2.2 მილიარდი) და საბროკერო კომპანიის დამფუძნებელი ნიხილ კამათი ($1.1 მილიარდი).
ვახშამზე მიწვეული იყო Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი ტიმ კუკი ($1.9 მილიარდი) და ცნობილი დიზაინერი რალფ ლორენი ($7.3 მილიარდი). გარდა ამისა, სტუმართა სიაში გახლდათ Alphabet-ის აღმასრულებელი დირექტორი სუნდარ პიჩაი და Microsoft-ის აღმასრულებელი სატია ნადელაც. ცნობისათვის, ორივე მათგანი ინდოეთშია გაზრდილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ვახშამს ესწრებოდნენ OpenAI-სა და Boeing-ის აღმასრულებელი დირექტორები, სემ ოლტმენი და დევიდ კალუნიც.