ტიმ კუკის თქმით, Apple-ს ფასების გაზრდა მოუწევს – მიზეზად მეხსიერების ბარათების გაძვირება სახელდება

ტიმ კუკის თქმით, Apple-ს ფასების გაზრდა მოუწევს – მიზეზად მეხსიერების ბარათების გაძვირება სახელდება

ფოტო: Getty Images

 

Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა განაცხადა, რომ კომპანიის პოპულარული პროდუქტების, მათ შორის iPhone-ებისა და iPad-ების ფასების ზრდა, ხელოვნური ინტელექტის ბუმით გამოწვეული მეხსიერების ბარათების გაძვირების გამო „გარდაუვალია“. თუმცა ტიმ კუკს არ დაუკონკრეტებია, როდის გეგმავს კომპანია ფასების გაზრდას.

Wall Street Journal-თან ინტერვიუში ტიმ კუკმა განაცხადა, რომ კომპანია ფასების ზრდისგან მომხმარებლების „დაცვას“ ცდილობდა, თუმცა ეს პროცესი უკვე „არამდგრადი“ გახდა.

კუკმა არ დააკონკრეტა, თუ რამდენად გაიზრდებოდა ფასები, თუმცა TechInsights-ის პროგნოზების გამოყენებით WSJ-ის მიერ გამოქვეყნებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ iPhone 18 Pro-ს ფასი შესაძლოა $200-ით, $1299-მდე გაიზარდოს.

ბოლო თვეების განმავლობაში ხელოვნურ ინტელექტზე გაზრდილი მოთხოვნის შედეგად, მეხსიერების ბარათების ფასების ზრდის გამო სამომხმარებლო ელექტრონიკის პროდუქტები, ვიდეოთამაშების კონსოლები, სმარტფონები და სხვა მოწყობილობები მნიშვნელოვნად გაძვირდა. მეხსიერების ბარათების ძირითადი გამოყენება ხელოვნური ინტელექტის კომპანიების მონაცემთა ცენტრების სერვერების მეხსიერების სიმძლავრით უზრუნველყოფაა.

შეგახსენებთ, Apple-მა საკუთარ პროდუქციაზე ფასები მარტში უკვე გაზარდა. კერძოდ, Macbook-ის ლეპტოპების სხვადასხვა მოდელი დაახლოებით $400-ით გაძვირდა.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.